ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ქართველ დეპუტატებს პორნოვიდეოს ბმული გაუგზავნა – ახალი გასართობი პარლამენტის დეპუტატებისთვის?

მოძრაობა „გირჩის“ ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარლამენტის დეპუტატებს პორნოვიდეოს ბმული გაუგზავნა. ის აქვეყნებს სქრინშოთს, რომელზეც პარლამენტარების დავით მათიკაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის და ვანო ზარდიაშვილის სავარაუდო სამუშაო მეილებია გამოსახული.

ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა არა მხოლოდ მიიღო ბმული, არამედ ჩამოტვირთა და უყურა კიდეც.

„აგერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არა მხოლოდ მიიღო ეს ბმული, არამედ .. wait for it … გადმოქაჩა და უყურა. ანუ, ვაზუსტებ:

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიიღო ბმული სათაურით – ‘პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი’, რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად.

ჰოდა, იმ ხალხს რისთვის სვამენ 4-დან 8 წლამდე?“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

როგორ ებრძვის შსს ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებას და რატომ ისჯება მათი შენახვა, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/95335/rogor-ebrdzvis-shss-paruli-videochanatserebis-gavrtselebas-da-ratom-isjeba-mati-shenakhva

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.