თადუმაძე: მე გავერკვევი, თუ ლობირებს ჩემი მეუღლე რომელიმე კომპანიას და აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს

მე გავერკვევი, თუ ლობირებს ჩემი მეუღლე რომელიმე კომპანიას და აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს – ასე პასუხობს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ჟურნალისტებთან საუბრისას კითხვას, ლობირებს თუ არა მისი მეუღლის იურიდიული კომპანია რაიმე ფირმას.

„ეგ თქვენი ინტერპრეტაციაა. მე გავერკვევი, თუ ლობირებს ჩემი მეუღლე რომელიმე კომპანიას და აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თქვენს სიუჟეტს შვიდი წელია ვუყურებ და მე მგონი, მეტი სიუჟეტი თქვენ არ გაქვთ, იმიტომ, რომ თქვენ იგონებთ რაღაც ამბებს. მე ხუთი წლის უკან გენერალური პროკურორი არ ვიყავი“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

http://pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.