თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის ფაქტზე ჯარიმას ადგილზე გამოწერენ

“თამბაქოს კონტროლის შესახებ” ახალი კანონმდებლობით პროცედურა გამარტივდა და ნებისმიერ ადმინისტრატორს შეუძლია, თამბაქოს მოწევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის შესახებ გადაწყვეტილება ადგილზე მიიღოს, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ 1tv.ge-ს ეთერში განაცხადა.

„რაც შეეხება ადმინისტრირებას, ამ შემთხვევაში, მთავარი ადმინისტრატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ჯანდაცვის სექტორში ჯანდაცვის სამინისტრო და ტრანსპორტთან მიმართებაში – ტრანსპორტის შესაბამისი ადამინისტრაციები. ძირითადი აღმასრულებლები ესენია“, – განაცხადა ბახტურიძემ.

გიორგი ბახტურიძის განცხადებით,ჯარიმები ფიზიკურ პირზე 50 ლარიდან იწყება, იურიდიული პირებისთვის კი – 500 ლარიდან.

მისი თქმით, სრული აკრძალვა ყველაზე ეფექტურია. რადგან სახელმწიფო, თუ კერძო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობა უფრო დაცული იქნება.

ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო 31 000 ადამიანი იღუპება.

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა, (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში იკრძალება.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.