თალაკვაძე: “ეკლესიებში შეკრება და წირვის ჩატარება არ იკრძალება!” – დაბნეული ხელისუფლება?

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ტაძრებში შეკრება არ იკრძალება. 

“იმ ჩამონათვალში, რაც შეიძლება შიეზღუდოს არ არის რწმენისა და აღმსარებლობის კუთხით შეკრების შეზღუდვა. იზღუდება სხვა ტიპის შეკრებები.  თუ მომავალში პრემიერი და მთავრობა ჩათვლის, რომ საჭიროა უფრო მეტი აკრძალვა, ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს.  ამჯერად ასეთი რამ საჭირო არ არის. თუ მომავალში ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა და მთავორბნა გადაწყვეტენ, რომ საჭიროა უფრო მკაცრი ზომები, პარლამეტისგან მხარდაჭერა ექნებათ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.