თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილზე: ცუილა უკვე ქურდულს აწვება (ფოტო)

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური კატეგორიულად მოითხოვს პარლამენტის ყოფილი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ “ბიუჯეტიდან მოპარული მილიონების” საკითხის შესწავლას და ყოფილ დეპუტატს “ქართულ ოცნებას ამოფარებულ ვირთხას უწოდებს”, რომელიც მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ნაწილია.

ამის შესახებ თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს:

“სუს-ს და “ქართულ ოცნებას” ნუ ჰგონია ამით, მათ კალთას ამოფარებული ვირთხა, მხოლოდ მე მაყენებს შეურაცხყოფას…
ცუილა უკვე ქურდულს აწვება… p.s. ღიად მოვითხოვ, ბოლომდე შეისწავლეთ სად წაიღო,
მაგ ძალად ალ კაპონემ, ბიუჯეტიდან მოპარული მილიონები, ან აღიარეთ რომ ის თქვენი ორგანული ნაწილია…”-წერს თამაზ მეჭიაური და ფოტოსაც აქვეყნებს.

შეგახსენებთ: თიანეთის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 2019 წლის 21 ივნისს მას შემდეგ მიიღო, რაც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით გაიხსნა. 20-21 ივნისის ღამის საპროტესტო აქციის შემდეგ, ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვება გადაწყვიტა.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.