თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში – ივანიშვილის და მისი “ოცნების” ხელისუფლების ნეპოტიზმის მწვერვალები?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში. შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა მსგავსი ფაქტები გვხვდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაში.

ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 350-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა გვხვდება. მოცემულ ბლოგში წარმოდგენილია 40-ზე მეტი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც შესაძლოა ნეპოტიზმისა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავდეს.

თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია გამოიკვეთა:

ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა და აიიპ-ებში.


არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა.


სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში.


სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საჯარო სამსახურში დასაქმების პროცესის მიმართ ნდობა არ გააჩნია. 2019 წლის თებერვალ-მარტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ ჩატარებული კვლების მიხედვით, გამოკითხულთა 59% თვლის, რომ საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია. მათ შორის, ვინც თვლის, რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია, 91% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები საკუთარ პოზიციას ოჯახის წევრების, ნათესავების, ახლობლების დასასაქმებლად იყენებენ. 2019 წლის აპრილში “ღია საზოგადოება – საქართველოს დაკვეთით გამოქვეყნებული CRRC-საქართველოს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68,8% მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მინისტრის ნათესავი უფრო დასაქმდება სახელმწიფო სტრუქტურაში, ვიდრე პროფესიული უნარებით და ცოდნით გამორჩეული კანდიდატი. 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% თვლის, რომ სამინისტროებში კორუფცია გავრცელებულია. მათ შორის, ვინც თვლის, რომ სამინისტროებში კორუფციაა გავრცელებული, 63% კორუფციის ფორმად ნეპოტიზმს მიიჩნევს. გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ კორუფცია გავრცელებულია ადგილობრივ თვითმმართველობებში, მათგან 59% გულისხმობს მასში ნეპოტიზმს. რესპონდენტთა 47% თვლის, რომ სასამართლოში კორუფცია გავრცელებულია, მათგან 49% გულისხმობს მასში ნეპოტიზმს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დიდი ხანია საუბრობს საჯარო სამსახურში არსებული გამოწვევების შესახებ ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის და პატრონაჟის მიმართულებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მდგომარეობა სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, რადგან სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონების პრინციპები, მათ შორის, არც მათი ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კონკურსის წესით შერჩევის ვალდებულება. ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისგან განცალკევებით მდგომი ორგანიზაციების (სსიპ და ა(ა)იპ-ების) დაფუძნებისათვის ნათელ და მკაფიო კრიტერიუმებს არ ადგენს. ნიშანდობლივია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დიდი ნაწილი, სწორედ სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებში მუშაობენ.

ბუნებრივია, ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას. თუმცა, საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე.

ამავე დროს, კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ 2015-18 წლების ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და ამდენად, პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს (კანონის მიხედვით, “ოჯახის წევრში” იგულისხმება მხოლოდ პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი).

საჯარო სამსახურში თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დასაქმების შემთხვევები, რომლებიც ნეპოტიზმის მაღალ რისკს შეიცავს:
კახი კანდელაკი – 2013-17 წლებში  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილემისი მეუღლე, ელენა იავორსკაია 2016 წლიდან შპს თბილისის სახ. საკონცერტო დარბაზის მარკეტინგის დირექტორია
გიორგი ხანიშვილი – 2018 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2016-17 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მისი შვილი, თამარ ხანიშვილი 2017 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია
ნიკოლოზ დიდიძე – 2013 წლიდან სსიპ-სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს უფროსის მოადგილემისი მეუღლე, სოფიო ქორჩაშვილი 2017 წლიდან  სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მთავარი სპეციალისტია
გიორგი ახვლედიანი – 2014 წლიდან ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემისი მეუღლე, ქეთევან ახვლედიანი 2016 წლიდან შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამსახურის უფროსია
კობა კობალაძე – 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემისი შვილი, ზურაბ კობალაძე 2018 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელია
ანზორ ბოლქვაძე – 2008 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, შუახევის, ხულოსა და ქედის მაჟორიტარიმისი მეუღლე, თინა ბოლქვაძე 2018 წლიდან ააიპ ხულოს სამხატვრო გალერეის წამყვანი სპეციალისტია
გოგა გულორდავა – 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარიმისი მეუღლე, ნათია მოლაშხია 2017 წლიდან  ააიპ-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კოორდინატორია
დიმიტრი ხუნდაძე – 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემისი მეუღლე, ლია ხუნდაძე 2017 წლიდან შპს. მცხეთის სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსია
ქეთევან ჯაჭვაძე – 2008 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მისი შვილი, სალომე მემარნიშვილი 2017 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანია
ლელა კალიჩენკო – 2016 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემისი შვილი, მარიამ ბაძგარაძე 2016 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი-მოსამართლის თანაშემწეა
გიორგი ებანოიძე – 2012 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემისი მეუღლე, მარიამ კერნერი 2017 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსულტანტია
თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დასაქმების შემთხვევები იმავე უწყებასთან დაკავშირებულ საჯარო დაწესებულებაში:
ზვიად დავითიძე – 2014-17 წლებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების,“ შემდგომში კი ფრაქცია  „ერთობის“ თავმჯდომარემისი მეუღლე, მაია დავითიძე 2016 წლიდან ააიპ – გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ღონიძიებების სპეციალისტია
ანზორ სვანიძე – 2014-17 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილემისი მამა, თეიმურაზ სვანიძე 2017 წლიდან ააიპ ბორჯომის სოფლის წყალის  საავარიო ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელია
ბექა ყანჩელი – 2014-17 წლებში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემისი მეუღლე, ელმირა ადეიშვილი 2016 წლიდან ააიპ-ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტ. საზ. ჯანდაცვის და პრევ. მედიცინის ცენტრის მთავარი სპეციალისტია
ინეზა ბანძელაძე – 2014 წლიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსიმისი შვილი, ლევან გაგოშიძე 2017 წლიდან ააიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილეა
ნუკრი ანდრიაძე – 2014-17 წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემისი მეუღლე, თამარ სარაული 2016 წლიდან ააიპ ბოლნისის კულტურის სახლის მშობელთა და ბავშვთა კოორდინატორია
ვარლამ ხვინგია – 2014 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარემისი მეუღლე, თამარ თაგვაძე  2018 წლიდან ააიპ – ბორჯომის კულტურის და ხელოვნების ცენტრში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია
ვლადიმერ გელაშვილი – 2014 წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსიმისი მეუღლე, ლია ლომსაძე 2016 წლიდან ააიპ ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის მუსიკალური სკოლის მენეჯერია
სერგო უგრეხელიძე – 2014-17 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსიმისი მეუღლე, ზეინაბ უგრეხელიძე 2017 წლიდან ააიპ შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრატორია
შუქურა ჯაფარიძე – 2014 წლიდან ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემისი მეუღლე, მერაბ ჯაფარიძე 2017 წლიდან ააიპ ონის სასპორტო სკოლის კლუბებთან ურთიერთობის მენეჯერია
გიორგი ივანიაძე – 2014 წლიდან ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემისი მეუღლე, ინდირა გოგოძე 2016 წლიდან ვანის მუნიციპალიტეტის ააიპ სახელოვნებო, განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის სპეციალისტია
ალექსანდრე ოზბეტელაშვილი – 2016 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის მხარდაჭერისა და ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსიმისი მეუღლე, ნინო ვერულაშვილი 2017 წლიდან სსიპ – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტია
სოფიკო ბელქანია – 2016 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსიმისი დედა, მარინე დარსაველიძე 2017 წლიდან სსიპ – გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების უფროსია
ანტონ ვარდია – 2014 წლიდან ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსიმისი მეუღლე, ირინე ჩაკაბერია 2016 წლიდან შპს ხობი დასუფთავების უფროსი სპეციალისტია
თამაზ მოძღვრიშვილი – 2014-17 წლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემისი ძმა, მალხაზ მოძღვრიშვილი 2016 წლიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შპს ,,სოფწყალის მთავარი სპეციალისტია
თამაზ ჩუბინიძე – 2014 წლიდან  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემისი მეუღლე, ელისო ქლიბაძე 2014 წლიდან შპს  ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის ბუღალტერია
მალხაზ სურმანიძე – 2013 წლიდან შპს – ქედის კომუნალურსერვისის ხელმძღვანელიმისი შვილი, მანონი სურმანიძე 2018 წლიდან  შპს  ქედის კომუნალურსერვისის წამყვანი სპეციალისტია შესყიდვების საკითხებში
გოჩა მეშველიანი – 2017 წლიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემისი შვილი, გიორგი მეშველიანი 2018 წლიდან ბოლნისის რაიონის მუნიციპალიტეტის შპს კომუნალური მეურნეობის დირექტორის მოადგილეა
საქართველოს პარლამენტის წევრები
შოთა ხაბარელი – 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრიმისი შვილი, ანი ხაბარელი 2017 წლიდან თბილისის წყალმომარაგების კომპანიის სპეციალისტია
კობა ლურსმანაშვილი – 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრიმისი შვილი, ანი ლურსმანაშვილი 2018 წლიდან  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის მთავარი სპეციალისტია
ზვიად ძიძიგური – 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრიმისი და, მარინე ძიძიგური 2017 წლიდან სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სპეციალისტია
ირაკლი (დაჩი) ბერაია – 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრიმისი მეუღლე, ხათუნა ბობოხიძე 2017 წლიდან შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კონსულტანტია
დავით სონღულაშვილი – 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრიმისი მეუღლე, ქეთევან მაღულარია 2017 წლიდან სსიპ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საფინანსო სამსახურის უფროსი სპეციალისტია
შალვა კიკნაველიძე – 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრიმისი მეუღლე, თათია სახელაშვილი 2017 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტია
სასამართლო
ეკატერინე გასიტაშვილი –  2014 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემისი მეუღლე, გიორგი ვაშაყმაძე 2017 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მრჩეველია აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის საკითხებში
მიხეილ ჩინჩალაძე – 2017 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, 2010 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მისი მამა, თამაზ ჩინჩალაძე 2016 წლიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ექსპერტ-კონსულტანტია; მისი მეუღლე, მარიკა მარიკაშვილი 2016 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარი ანალიტიკოსია; მისი დედა, რუსუდან სამხარაძე 2015 წლიდან სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორია
ზაზა თავაძე – 2016 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან ერთ-ერთი მისი მეუღლე, თეა ძოწენიძე 2017 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის სპეციალისტია
ეკატერინე ცისკარიძე – 2006 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემისი მეუღლე, ნიკოლოზ ბენდელიანი 2017 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკურიდეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა დაანალიზის სამმართველოს შტატგარეშე მოსამსახურეა
თეიმურაზ სვანიძე – 2015 წლიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 2012 წლიდან ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემისი შვილი, გიორგი სვანიძე 2016 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანია
ირაკლი შენგელია – 2007 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემისი მეუღლე, ლანა თევზაძე 2017 წლიდან სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია

„კომერსანტი“

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.