თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის აღნიშნული საპილოტე პროექტი დღეიდან ამოქმედდება.

საპილოტე პროექტი ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანისა და პეკინის გამზირებს, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, ჯორჯ ბუშის ქუჩებს, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილს შეეხება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ პროექტის წარდგენისას განაცხადა, პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ის მთელი თბილისის მასშტაბით ამოქმედდება.

კახა კალაძის განმარტებით, ამ დრომდე მოქმედი გაჩერების წესი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.