თბილისში მომხმარებელმა გაყინული ქათმის კანქვეშ ჭიები აღმოაჩინა

ერთ-ერთმა მომხმარებელმა ირმა ბერძენიშვილმა საბურთალოზე მდებარე  ერთ–ერთ მარკეტში  შეძენილი გაყინული ქათმის კანქვეშ  შავი, გრძელი ჭიები აღმოაჩინა, შემდეგ კი  ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და შესაბამისი ფოტოები განათავსა.

„კვირა“ ირმა ბერძენიშვილის დაუკავშირდა. როგორც ის განმარტავს, საუბარია „ნორიოს“ გაყინულ ქათამზე, რომლის კანქვეშაც გალღობის შემდეგ გძელი შავი ჭიები აღმოაჩინა.

„ ქათამი, რომ გალღვა და კანი რომ გადავხსენი, უამრავი დაკლაკნილი შავი არსება ვნახე. ზუსტად ისეთი, ინტერნეტში რომ ვრცელდება ვიდეოები საშიშ პარაზიტებზე, ეს არ არის ძარღვი ან რაიმე მსგავსი, ეს ძალიან საშიშ პარაზიტს ჰგავს, თუმცა ზედმიწევნით თუ არ დააკვირდით შეიძლება ვერც ამოიცნოთ და შეცდომაში შეხვიდეთ – სისხლი ან ძარღვი გეგონოთ, სუნი არ ჰქონია ეს არის გაყინული ქათამი სპეციალურ შეფუთვაში. აღსანიშნავია, რომ ჩემი მეზობლებიც, რომლებმაც ფანასკერტელზე მდებარე  აღნიშნულ მარკეტში  შეიძინეს “ბიუ–ბიუს”, უფრო კონკრეტულად კი “ ნორიოს“ გაყინული ქათამი, ისინიც ამბობენ, რომ მსგავსი არსებები შენიშნეს, ასე რომ მინდა მომხმარებლები გაფრთხილდნენ და ყურადღებით იყვნენ, ამიტომ დავწერე სოციალურ ქსელში“, – განუცხადა „კვირას“ ირმა ბერძენიშვილმა.
ის აცხადებს, რომ უკვე დაუკავშირდა რეაგირების ჯგუფს და მათგან მიიღო დაპირება, რომ სათანადო ზომებს მიმართავენ.

წყარო: კვირა

 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.