თბილისში -8, აღმოსავლეთ საქართველოში – 10, დასავლეთ საქართველოში – 12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება

პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, ერთჯერადად არის დადგენილი შერეული საარჩევნო სისტემა ახალი პროპორციით და გადანაწილებით – 120/30-ზე“

კანონპროექტით, პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილია 1%-იანი საარჩევნო ბარიერი, ასევე დადგენილია დიფერენცირებული ბარიერი საარჩევნო ბლოკებისთვის: რამდენი პარტიაც შედის საარჩევნო ბლოკში, იმდენი პროცენტის აღება სჭირდება ბლოკს იმისთვის, რომ ბარიერი გადალახოს და მანდატები მოიპოვოს. „დადგენილია ფორმულა, რომლის მიხედვითაც მანდატები დანაწილდება თითოეულ პოლიტიკურ პარტიაზე. ეს ფორმულა შეესაბამება კონსტიტუციის ძირითად დებულებებში ასახულ ფორმულას. გაუნაწილებელი მანდატები (ასეთი შეიძლება დარჩეს 1-2) გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებსაც უდიდესი ნაშთი აქვთ მიღებული.

დადგენილია ე. წ. „ჩამკეტი მექანიზმი“, რომლის მიხედვითაც, პარტიის მიერ მიღებული მანდატების პროცენტული წილი არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ¼-ის ჯამს.

დადგენილია ასევე 30 მაჟორიტარული საარჩევნო ბლოკი. აქედან თბილისში შექმნილია 8 ოლქი. ერთი რაიონი არის 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. გამონაკლისებია მთაწმინდა-კრწანისი და დიდუბე-ჩუღურეთი, რომლებიც წარმოდგენილია ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქად. აღმოსავლეთ საქართველოში შექმნილია 10, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

„ოლქების გადანაწილება ეფუძნება ევროპის საბჭოს რეკომენდაციას, რომლის თანახმად, გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 15 %-ს საშუალო მაჩვენებლიდან, გამონაკლისი შეიძლება იყოს გათვალისწინებული მაღალმთიანი რეგიონებისთვის და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ოლქებისთვის.

შეგახსენებთ: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.