თეირანი – წუხანდელ სარაკეტო დარტყმებს 80 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

ირანის სამთავრობო ტელევიზიები იტყობინებიან, რომ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 80 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული. შეერთბული შტატების წამყვან ტელევიზიებსა და სახელმწიფო უწყებებში კი აცხადებენ, რომ არავინ დაშავებულა სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ირანელი სამხედროები ამერიკული შეიარაღებულ ძალების ასობით პოზიციაზე საპასუხოდ სარაკეტო იერიშს მიიტანს, თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „შურისძიებას“ გადაწყვეტს.

ამერიკულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ამერიკელებს დაზვერვის სამსახურების აქტიური მუშაობის საფუძველზე ჰქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით და ამიტომ პირადი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი იქნა უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.