თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სუსის მაღალჩინოსნების დაკითხვის ოქმები გასაჯაროვდა

“ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უწყების სამსახურის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმებს აქვეყნებს.

“2020NEWS” მათ უცვლელად გთავაზობთ:

“1. სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვის ოქმი

დათარიღებული 14.08.2019

ი. ჩიმაკაძე აღნიშნავს, რომ არის სუს-ის კტც-ს უფროსი და მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის

ტერორიზმთან ბრძოლა, ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება და შესაბამისი სისხლის

სამართლის საქმეების გამოძიება. ის აღნიშნავს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სუს-მა მიიღო

ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში

ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ

იარაღს და საბრძოლო მასალას. მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით კტც-ს მიერ

დაწყებული იქნა გამოძიება და ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი, რათა ჩაეტარებინათ ჩხრეკა და

დაკავება, ვინაიდან ინფორმაცია ცეცხლსასროლ იარაღს ეხებოდა მიღებული იქნა გადაწყვეტილება

ადგილზე მობილიზებულიყო სუს-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. ჩატარდა ოპერაცია

და გაგრძელდა შემდგომი გამოძიება რა დროსაცა გამოიკვეთა, რომ 21 ნოემბერს ლიკვიდირებულ აჰმედ

ჩატაევის ჯგუფს სხვა თანამზრახველებიც ჰყავდა, რომლებიც სოფელ დუისში ცხოვრობდნენ. ამ

ფაქტების შესახებ ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ მიაწოდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს და დაიგეგმა

აღნიშნული პირების, მათ შორის თ. მაჩალიკაშვილის დაკავება, პირადი და საცხოვრებელი სახლის

ჩხრეკა. ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა

განჩინებები. 21 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგების გათვალისწინებით,

ლიკვიდირებულ პირთა ვინაობების გათვალისწინებით, ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით

დაიგეგმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მონაწილეობა . ამ დეპარტამენტის უფროსს

ზურაბ ზურაბიშვილს აუხსნა ი. ჩიმაკაძემ საქმის ვითარება და ვინაიდან არსებობდა საფრთხე რომ

დასაკავებელ პირებს შესაძლოა ჰქონოდათ ცეცხლსასროლია იარაღი (ჩატავეთან კავშირისა და 21

ნოემბრის ამბების გათვალისწინებით) საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე უსაფრთხო გარემოს

დაკავების ადგილზე სოდ-ის წევრების უზრუნველყოფდნენ.

ი. ჩიმაკაძე იყო თბილისში, ოპერაციას თბილისიდან ხელმძღვანელობდა, პანკისში იყო მისი მოადგილე

პაატა ჯაჭვაძე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას ტელეფონით. მისგანვე შეიტყო, რომ

თ. მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს და მან გამოიყენა პროპორციული ზომა. ი. ჩიმაკაძე

ინფორმაციას აწვდიდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს. ი. ჩიმაკაძის მიმართ სხვა რელევანტური

კითხვები არ არის დასმული.

2. სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმი

დათარიღებული 16.08.2019

გამოკითხვის ოქმში აღწერს რომ პ. ჯაჭვაძე არის კტც-ს უფროსის მოადგილე და უშუალოდ

ხელმძღვანელობდა დუისში მყოფ კტც-ს საგამოძიებო ჯგუფს 2017 წლის 26 დეკემბერს. ჯაჭვაძე

უთითებს, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი იყო, რომ დუისში ჩასვლისთანავე

დასაკავებელი პირების საცხოვრებელ სახლებში შევიდოდა სოდ-ი, რათა შეექმნათ უსაფრთხო გარემო

და ამის შემდგომ შევიდოდა საგამოძიებო ჯგუფი. გეგმისამებრ დუისში ჩასვლისთანავე საგამოძიებო

ჯგუფი პ. ჯაჭვაძის ხელმძღვანელობით განთავსდა დუისის შესასვლელთან და დაელოდა სოდ-ის

შემდგომ მითითებებს. პ. ჯაჭვაძის განმარტებით სპეცოპერაცია დაიწყო დაახლოებით 03:30 საათიდან,

დაახლოებით 15-20 წუთში მას რაციით სპეცრაზმელმა (არ იცის ვინ) შეატყობინა, რომ ერთ-ერთი

ობიექტი იყო დაჭრილი და სჭირდებოდათ დახმარება. შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში სოდ-ის

უფროსმა უთხრა (არ უთითებს რაციით გადასცა თუ ტელეფონით), რომ დაჭრილი იყო თემირლან

მაჩალიკაშვილი, რომელიც არ დაემორჩილა სპეცრაზმელის ბრძანებას და შეეცადა ხელყუმბარის

აფეთქებას. სოდ-ის უფროსმა აგრეთვე მიუთითა, რომ დაჭრილს გადაუდებელ დახმარებას უწევდნენ

სპეცრაზმის სამედიცინო რაზმის წევრები და სასწრაფო დახმარებაც გამოძახებული იყო, საგამოძიებო

ჯგუფის წევრებს დაჭრილის სახლში შესვლის შესაძლებლობა მიეცემოდათ მას შემდეგ რაც

გამნაღმელების მიერ დათვალიერდებოდა ობიექტი (ხელყუმბარა ) და შეიქმნებოდა უსაფრთხო გარემო.

პ.ჯაჭვაძის განმარტებით, ამ ინფორმაციის მიღების შემდგომ მან და მისმა ჯგუფმა დუისის

შესასვლელიდან გადაინაცვლა თ. მაჩალიკაშვილის სახლთან და იქ ელოდებოდნენ სოდ-ის ნებართვას

სახლში შესვლისა და საგამოძიებო მოქმედებების დაწყების თაობაზე. მისი განმარტებით 04:30 საათზე

სოდ-ის უფროსმა მათ უთხრა, რომ თ. მაჩალიკაშვილი რეანომიბილით გაიყვანეს სახლიდან, უსაფრთხო

გარემო იყო შემქნილი და საგამოძიებო ჯგუფს შეეძლო ჩხრეკის ჩატარება.

პ. ჯაჭვაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უშუალო ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას

პირდაპირ სატელეფონო კავშირზე იყო ი. ჩიმაკაძესთან და მას შემდეგ რაც მან და მისმა ჯგუფმა ი.

ჩიმაკაძესთან და ზედამხედველ პროკურორთან გაიარეს კონსულტაცია მიიღეს გადაწყვეტილება

შესულიყვნენ თ. მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში და ჩაეტარებინათ ჩხრეკა. საქმის

გამომძიებელმა ი. კოკაიამ ოჯახის წევრებს განუმარტა, რომ უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა, ოჯახის

წევრები თავდაპირველად აპროტესტებდნენ, მაგრამ შემდგომ დათანხმდნენ და მ. მაჩალიკაშვილი

დაესწრო ჩხრეკას. ჩხრეკის ჩატარებაზე თანხმობის მიღების შემდგომ გამომძიებელმა გამოიძახა

ექსპერტ-კრიმინალისტები და დაიწყეს ჩხრეკა. თავად პ. ჯაჭვაძე არ მონაწილეობდა ჩხრეკაში, თუმცა

რამდენადაც იყო ხელმძღვანელი პირი შევიდა ოთახში სადაც სროლა განხორციელდა, ნახა, რომ

ხელყუმბარა განაღმულ მდგომარეობაში იდო შესასვლელი კარის ხელმარცხნივ პატარა ნოხზე,

ხელყუმბარას ის არ შეხებია და არ იცის იყო თუ არა მასზე სისხლის კვალი.

პ. ჯაჭვაძის მიმართ სხვა კითხვები არ დასმულა.

3. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის გამოკითხვის ოქმი, დათარიღებული

19.08.2019

ი. გოგაშვილი აღწერს, რომ 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო სუს-ის უფროსის მოადგილე და მის

საკურატორო სფეროში შედიოდა კტც-ს დეპარტამენტი. განმარტავს, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ

2017 წლის 26 დეკემბერს დუისში ჩატარდა სპეცოპერაცია და ამ სპეცოპერაციის დროს თ.

მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მითითებას, შეეცადა ხელყუმბარის აფეთქებას, რის

გამოც სპეცრაზმელმა გამოიყენა პროპორციული ძალა.

ი. გოგაშვილი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს იმყოფებოდა თბილისში, სამსახურში და

დუისში მიმდინარე ოპერაციის შესახებ ი. ჩიმაკაძისგან იღებდა ინფორმაციას.

ი. გოგაშვილის მიმართ სხვა კითხვები არ არის დასმული.

4. სუს-ის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმი, დათარიღებული 20.08.2019

ვ. გომელაური აღწერს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სუს-მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის

თანახმად, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი

პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.

მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით კტც-ს მიერ დაწყებული იქნა გამოძიება და ადგილზე

გავიდა საგამოძიებო ჯგუფი, რათა ჩაეტარებინათ ჩხრეკა და დაკავება, ვინაიდან ინფორმაცია

ცეცხლსასროლ იარაღს ეხებოდა მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილზე მობილიზებულიყო სუსის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. ჩატარდა ოპერაცია და გაგრძელდა შემდგომი

გამოძიება რა დროსაცა გამოიკვეთა, რომ 21 ნოემბერს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევის ჯგუფს სხვა

თანამზრახველებიც ჰყავდა, რომლებიც სოფელ დუისში ცხოვრობდნენ. ამ ფაქტების შესახებ

ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ მიაწოდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს და დაიგეგმა აღნიშნული პირების,

მათ შორის თ. მაჩალიკაშვილის დაკავება, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. დასაკავებული

პირების ა. ჩატაევთან კავშირის გათვალისწინებით არსებობდა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის

ვარაუდი, ამიტომო გომელაურმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო ჯგუფს დახმარებოდა სოდ-ი,

რომლის დეპარტამენტის უფროსს აუხსნა საქმის ზოგადი ვითარება. თუმცა დეპ. უფროსს დეტალური

ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ მიმაწოდა. ვ. გომელაურის განმარტებით, მან ზეპირად მიუთითა სოდ-ის

უფროსს, რომ ოპერაცია უსაფრთხოდ უნდა ჩატარებულიყო, დასაკავებელ პირთა დაზიანება, დაჭრა ან

ლიკვიდაცია არ უნდა მომხდარიყო. მისი განმარტებით, 2017 წლის 25 დეკემბერს, რომ ოპერაცია 26

დეკემბერს გამთენიისას უნდა ჩატარებულიყო. ვ. გომელაური აღნიშნავს, რომ 26 დეკემბერს დუისში არ

იყო, მას ინფორმაციას სპეცოპერაციის შესახებ ი. გოგაშვილი და ჩიმაკაძე აწვდიდნენ. ამასთან ერთად,

ოპერაციის დასრულების შემდგომ ზეპირი ინფორმაცია მიაწოდა სოდ-ის უფროსმა.

კითხვა: რა ნორმატიული აქტებით ხელმძღვნელობს სოდი და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში

მათი მონაწილეობის დროს დგება თუ არა რაიმე დოკუმენტი?

პასუხი: სუს-ის შესახებ“ საქ. კანონით ხელმძღვანელობს სოდი, აგრეთვე დებულებით და ჩემი როგორც

უფროსის ბრძანებებით. საგამოძიებო მოქმედებებში სოდ-ი იშვიათად მონაწილეობს, მხოლოდ მაშინ

როდესაც არსებობს გარკვეული საფრთხეები და აუცილებელია ამ საფრთხეების უზრუნველყოფა.

აღნიშნული რისკების შესახებ ინფორმაციას მაწვდიან დანაყოფების ხელმძღვანელები, ვაფასებთ

ერთობლივად ამ საფრთხეებს და ჩემს მიერ მიიღება გადაწყვეტილება სოდ-ის ჩართვის შესახებ.

ძირითადად ზეპირი ფორმით ვავალებ სოდი-ს უფროსს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებთან

ერთად უზრუნველყოს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების უსაფრთხოდ ჩატარება.

კითხვა: სოდ-ის თანამშრომლებს გავლილი აქვთ თუ არა შესაბამისი მომზადება და სპეციალური

ინსტრუქციები ხომ არ არის თქვენს მიერ შემუშავებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით?

პასუხი: დიახ, გავლილი აქვთ საქართველოში და საზღვარგარეთაც,. სუს-ის შესახებ კანონს ეყრდნობიან

იარაღის გამოყენების დროს.

კითხვა: 2017 წლის 26 დეკემბერს შედგა თუ არა საგამოძიებო გეგმა ან რაიმე წერილობითი დოკუმენტი

ღონისძიებაში მონაწილე პირებისათვის?

პასუხი: რაიმე მსგავსი დოკუმენტი არ შედგენილა. როგორც ვიცი, თანამშრომლებს ზეპირად გააცნეს

საქმის ვითარება.

კითხვა: რატომ ჩატარდა ღამით სპეცოპერაცია? რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა?

პასუხი: პანკისის ხეობა განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა და სპეცრაზმის დღისით

შესვლას შესაძლოა მოსახლეობის აგრესია გამოეწვია. ამასთან , დაკავების გარდა საჭირო იყო ჩხრეკის

ჩატარება და ამ ორი საგამოძიებო მოქმედების სხვადასხვა დროს ჩატარებას შესაძლოა ხელი შეეშალა

გამოძიებისთვის.

კითხვა: განხორციელდა თუ არა რაიმე შიდა სამსახურებრივი შემოწმება თ. მაჩალიკაშვილის

გარდაცვალების ამბავზე?

პასუხი: შიდაუწყებრივი შემოწმება არ ჩატარებულა მაჩალიკაშვილის საქმეზე.

ვ. გომელაურის მიმართ მეტი კითხვა არ დასმულა.

5. სეებ-ის კომისიური ექსპერტიზის დასკვნა N5006363919, დათარიღებული 04.10.2019

ექსპერტები: კახი ახალკაციშვილი (სეებ-ის სამედიცინო დეპ. უფროსის მოადგილე), თეიმურაზ

ქამუშაძე ((სეებ-ის სამედიცინო დეპ. ექსპერტი), ლუბა უგულავა (ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი,

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი), კახაბერ ნადარაია (კარდიოლოგი), მალვინა ჯავახაძე (ჯანდაცვის

სამინისტროს ექსპერტი), ბესარიონ ირემაშვილი (ზოგადი ქირურგი), გოჩა ინგოროყვა (პროფესორი)

კითხვა: რამდენად დროულად, სწორად, კვალიფიციურად წარიმართა თ. მაჩლიკაშვილის მკურნალობა?

დასკვნა: მკურნალობა ჩატარდა დროულად, სრულად და ადექვატურად. სროლის მანძილის

განსაზღვარ ვერ მოხერხდა, რადგან ჭრილობა დამუშავდა ქირურგიულად და სამედიცინო

დოკუმენტებში არ არის აღწერილი მისი მორფოლოგიური სურათი.”- წერია გავრცელებულ ოქმებში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.