თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის შესაძლო მოსპობის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. სასამართლო იმსჯელებს და დაადგენს სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებასა და არაპროპორციული ძალის გამოყენებას. მაჩალიკაშვილების ოჯახი სახელმწიფოს სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებაში წარმართვას ედავება, მიუხედავად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკრძალვიდან ორი წელი გავიდა საქმეზე ამ დრომდე არ დამდგარა არც ერთი პირის პასუხისმგებლობა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფოსა და მაჩალიკაშვილებს შორის მეგობრული მორიგების ვადა ამოიწურა. ევროპულ სასამართლოში მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი დაიცავს.

იმ შემთხევაში თუ საქართველოს ხელისუფლება  სტრასბურგის სასამართლოს მიერ  მიცემული ვადას არ გამოიყენებს სასამართლოს 8 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია ოჯახის  მიერ წარდგენილი მტკიცებულებებს გამოიკვლევს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევში იმ პირთა პასუხისგებლობის საკითხიც დადგება, რომლებმაც  სპეცოპერაცია დაგეგმეს და ჩაატარეს. საქართველოს ხელისუფლებას საქმის ხელახალი, სრულყოფილი გამოძიება დაეკისრება.

ავტორი: გურიის მოამბე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.