თოვლი, ნისლი და ქარბუქი – საქართველოში ამინდი გაუარესდება და ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


ზღვაზე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და 4-5 ბალიანი შტორმი, 8-10 თებერვალს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.


მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.


 საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.