„თუკი აპრილამდე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, სიტუაცია შეიძლება უმართავი გახდეს“ – ვახტანგ მაისაია

„საპროტესტო აქციების დროს მასობირივ გამოსვლებს ადგილი არ ექნება, ეს აჩვენა კიდევაც თბილისმა, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვანი და გავლენიანი პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრია. ვფიქრობ, რეგიონებშიც იგივე შედეგი იქნება, რაც დედაქალაქში,” – ასე აფასებს „რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ოპოზიციის განცხადებას, რომ საპროტესტო აქციები თბილისიდან რეგინებში გადაინაცვლებს.

„რეზონანსი”: ხელისუფლების ბოლო შეთავაზება იყო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 50/100-ზე, რასაც ოპოზიცია არ დათანხმდა. როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება” წავა თუ არა რაიმე სხვა დათმობაზე, ან რამდენად მოსალოდნელია ოპოზიცია დათანხმდეს ხელისუფლების ამ წინადადებას?

ვახტანგ მაისაია: საქმე უკვე ასე დგას, არჩევნები ჩატარდება? – პოლიტიკურ ჩიხში ვართ. როგორც ჩანს, მხარეები კონსენსუსს ვერ მიაღწევენ. მმართველი პოლიტიკური ძალა ახორციელებს დროის გაყვანის ტაქტიკას, აიძულოს ოპოზიციური ძალები ის თამაშის წესები მიიღოს, რომლებიც მათ აქვთ განხილული. ეს არის შეთავაზება შეთავაზებისათვის.

ამას ემატება ეუთო/ოდირის ძალიან ზოგადი და ნეიტრალური ტიპის დასკვნა, რომელიც ყველამ თავისებურად გაიგო. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არის უკვე ნომერ პირველი არჩევნები. გაურკვეველია საერთოდ არჩევნებამდე მივა თუ არა საქმე. თუკი პოლიტიკურმა ძალებმა აპრილამდე კონსენსუსს ვერ მიაღიეს, სიტუაცია შეიძლება უმართავი გახდეს.

ისტორია მოერდება; თუკი ამ სიტუაციას 1990 წლის ბოლოს შევადარებთ, მდგომარეობა იგივეა. არსებობს გამოსავალი, – თუ მმართველი გუნდი შეძლებს, რომ ოპოზიციიდან გარკვეული პოლიტიკური ძალები გადმოიბიროს, ამის საფუძველზე ჩატარდება ოქტომბერს არჩევნები.

„რ”: საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას” არჩევნებზე ყოველი მეორე ამომრჩეველი მისცემს ხმას. ის ასევე პროგნოზირებს, რომ მმართველმა გუნდა შეიძლება 60%-იც კი აიღოს. რამდენად არის მოსალოდნელი მსგავსი რამ?

ვ.მ: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება მოლაპარაკებათა რაუნდი. ჩვენ წინასაარჩევნო კომპანიამდეც კი არ ვართ მისულები და იქამდე ჯერ კიდევ შორია, რომ თქვათ, „წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.”

დღეს სოციოლოგიური ბაზა საქართველოში მოშლილია, ჩვენ ქვეყანაში ეს სფერო არის მკვდარი, რაც ტრაგედიაა. არ ტარდება სოციოლოგიური გამოკითხვები. „ენდიაი” და „აირაი” აბსოლუტურად ანგაჟირებული სოციოლოგიური ტიპის ორგანიზაციებია და ისინი ყოველთვის არაზუსტ მონაცემებს დებდნენ. ქვეყანაში არ არსებობს ეროვნული სოციოლოგიური კვლევები და პოლიტიკური პარტიებიც ვერ ატარებენ. ტრაგედიაა, რომ არავის შეუძლია ჩაატაროს სოციოლოგიური კვლევები.

არ ვიცი, რას ეფუძნება კობახიძის განცხადება და საერთოდაც, როგორია სოციოლოგიური ფონი, ამის დადგენა არავის არ შეუძლია. ვთვლი, რომ უნდა შევიდეს „გელაპის” ინსიტუტი. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოყონ თანხები და „გელაპის” ინსტიტუტი საქართველოში შემოვიდეს, რაც გამოაჩენს ნდობის ხარისხს.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.