“თურმე პურის საყიდლად მიდიოდა…ასე პურის საყიდლად მიდიოდნენ ის ბიჭები რომ ჩახოცეთ ქუჩებში”

„ძალიან საყვარლად კი მოჰყევით ამ ჟურნალისტთან დაკავშირებით თურმე პურის საყიდლად მიდიოდა, კაცმა რა დააშავა?! ” – ასე გამოეხმაურა უმრავლესობს დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტში, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით:

“ასე პურის საყიდლად მიდიოდნენ და დროის სატარებლად თავის შეყვარებულებთან ის ახალგაზრდა ბიჭები იქ რომ ჩახოცეთ ქუჩებში. და სადაც ხელი მიგიწვდათ, მაგრამ თქვენ არავითარი კომისიის შექმნა არ მოგინდომებიათ მაშინ. ახლა ეს მუხთარლი, რომელიც ათას საშინელ განცხადებებს აკეთებს ჩემი ქვეყნის და ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი მეუღლე, რატომ უნდა ვენდო მე მის სიტყვებს და არ ვენდო ჩემ გამოძიებას , ჩემ კოლეგებს და რატომ უნდა გენდოთ თქვენ,“-განაცხდა ზაზა პაპუაშვილმა.

პირველი რადიო

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.