„თურმე, სოციალურ ყოფაზე, სიდუხჭირეზე საუბარი არ შეიძლება“

საქარველოს ისტორია არ შეიძება ეკუთვნოდეს მხოლოდ იმათ, ვისაც მრავალმილიონიანი კაპიტალი აქვს, ვის ხელშიც არის ფული, მედია, პოლიცია, სასამართლო და იარაღი. ჩვენ არ ვართ მათი ცხორების დანამატი. ვისაც მიაჩნია, რომ მმართველი ელიტები საქართველოში მოვლენილი ღმერთები არიან და მათი ნებისმიერი საქციელი უნდა გაამართლო, კი ბატონო, იყონ ამ მონობაში. სახეზე გვაქვს კრიზისი. და თუ ამ კრიზისით ხალხი დროულად ისარგებებს, მიიღებს ისეთ სოციალურ გარდაქმნებს როგორიც მე-20 საუკუნეში მიიღო ევროპამ. რომლის შემდეგაც ჩვეულებრივი ადამიანების მდგომარეობა გაუმჯესდა და არა ისედაც კარგად მყოფი ელიტების. (თუ არ ვისარგებლებთ, “ვანთოთ” თვენახევარში ერთხელ სანთლები ფეისბუქზე) “ჩვეულებრივი” ადამიანები კი დღეს მათ ფეხებთან წვანან, ხალხი მათთვის თრეშია, ნაგავი. გამუდმებით გვესმის (განსაკუთრებით პარლამენტიდან), რომ თურმე, სოციალურ ყოფაზე, სიდუღჭირეზე საუბარი არ შეიძლება, რომ ეს თურმე არასახელმწიფოებრივია – ხელს უშლის ქვეყნის და პროგრესის განვითარებას. რომ სოციალური გარანტიის მოთხოვნა არ შეიძლება, რადგან ეს ტვირთია სახელმწიფოსთვის, მაგრამ ბანკებს და ფინანსურ კორპორაციებს შეიძლება კიდევ უფრო შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, მეტად სასათბურე პირობები შეუქმნათ, დავუწიო გადასახადი, ბიტკოინის გამო გავუძვიროთ ხალხ ელექტროენერგია. ბანკმა კი ამ დროს არ უნდა დაწიოს პროცენტი, იმავე შემართებით ძარცვოს ხალხი – ეს სახელმწიფოს ტვირთად არ აწევს. ეს ანტისოციაური და ანტიადამიანური მოდელი, კარგად პიარდება როგორც რაღაცა პროგრესული, არმანის და ბრიონის ბრენდებში შეფუთული ნაძირლების მიერ. თქვენი დედა კი მ@@@@@ნ მართლა! რამდენი უნდა დაიხოცოს კიდევ? – წერს ბლოგერი და ჟურნალისტი ირაკლი კორძაია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.