თუ ამ ოთხ რაღაცაზე პარტიები ხელს მომიწერენ მე უარს ვიტყვი მაჟორიტარობაზე – ჯაფარიძე

თუ ოთხ რაღაცაზე პარტიები ხელს მომიწერენ მე უარს ვიტყვი მაჟორიტარობაზე – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, თუ პარტიები ამ ოთხი პუნქტის შესრულების თაობაზე ხელს მოაწერენ ამომრჩეველი მხარდაჭერაზე იფიქრებს, რადგან მათთვის ეს საკითხები ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

ჯაფარიძის განცხადებით, თუ ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისში ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მაჟორიტარის განაწილება მოხდეს, მას სურვილი აქვს, რომ კენჭი ვაკის რაიონში იყაროს.

„თუ მე მექნება თანხმობა იმაზე, რომ ქონების რესტიტუცია მოხდება სახელმწიფოს ხელში არსებული ქონება ამ ქვეყნის მოქალაქეებს დაუბრუნდება, თუ ჩვენ წავალთ ერთი გადასახადის ქვეყნისკენ, შერიფები იქნებიან არჩევითები რაიონების დონეზე, თუ განათლების სისტემაში ადამიანს შესაძლებელობა ექნება გააკეთოს ისეთი სკოლა, როგორიც უნდა, სახელმწიფოს რეგულაციების გარეშე, თუ ამ ოთხ რაღაცაზე პარტიები ხელს მომიწერენ მე უარს ვიტყვი მაჟორიტარობაზე“ – აცხადებს ჯაფარიძე.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.