თუ გადაწყვეტილი აქვს კუნთები ათამაშოს აღარ ადარდებს რა რეაქცია ექნება აშშ-ს, მაშინ “ქართულმა ოცნებამ” აქ დელეგაცია აღარ უნდა გამოაგზავნოს – დევიდ ქრეიმერი

მორიგი კრიტიკა ვაშინგტონიდან. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატები ამჯერად შეშფოთებას  პოლიტიკური ლიდერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით გამოთქვამენ. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ ქრეიმერის განცხადებით, თუ საქართველო აშშ-დან მიღებულ მწვავე კრიტიკას არ გაითვალისწინებს, უმჯობესი იქნება  თბილისის დელეგაცია დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონს აღარ ეწვიოს.  

“ხელისუფლებამ თავად უნდა იფიქროს იმ დაპირებაზე, რაც აქ ვაშინგტონში დადო. საგარეო საქმეთა მინისტრს ძირი გამოუთხარა თავად ივანიშვილის ქმედებებმა. თუ მას გადაწყვეტილი აქვს კუნთები ათამაშოს აღარ ადარდებს რა რეაქცია ექნება აშშ-ს, მაშინ “ქართულმა ოცნებამ” აქ დელეგაცია აღარ უნდა გამოაგზავნოს. ივანიშვილის ქმედებები ნამდვილად ანადგურებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას”,- აცხადებს დევიდ ქრეიმერი.    

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.