თუ რუსეთი უკრაინული გემებისთვის აზოვის ზღვას ჩაკეტავს, დიდი ომი დაიწყება, – უკრაინელი გენერალი

რუსეთმა უკრაინული გემებისათვის შესაძლოა აზოვის ზღვა ჩაკეტოს და ეს რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს. ასეთ პროგნოზს აკეთებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი იგორ რომანენკო „აპოსტროფისთვის” დაწერილ თავის სტატიაში.

მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, უკრაინული ჯარი ვერ გაუმკლავდება რუსეთს და მათ არც დასავლეთი აღმოუჩენს სამხედრო დახმარებას.

რომანენკოს აზრით, უკრაინის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ირაციონალური იქნება, რადგან მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების შიშით მას არავინ დაუდგება გვერდში. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება ასეთ შემთხვევაში უკრაინას ჰქონდეს, დასავლეთის დიპლომატიური და ეკონომიკური დახმარებაა.

„სამხედრო დანაყოფებს ჩვენთან არ შემოიყვანენ, რადგან დასავლეთს არ უნდა, რომ ეს ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, ან მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. მაგრამ ისინი თანახმანი იქნებიან დახმარების გაწევაზე დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში. თუმცა ბრძოლას უკრაინისთვის არ დაიწყებენ”, – წერს რომანენკო.

უკრაინელი გენერლის აზრით, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის გააქტიურება, მაგრამ საეჭვო ისაა, გამოიღებს თუ არა ეს რაიმე შედეგს, რადგან, რომანენკოს თქმით, ბოლო პერიოდში რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები ნაკლებ ეფექტურია და თითქმის არ უქმნის მოსკოვს დისკომფორტს.

შეგახსენებთ, რომ აზოვის ზღვაში რუსეთსა და უკრაინას შორის სიტუაცია განსაკუთრებით 2018 წლის გაზაფხულზე დაიძაბა, როდესაც ქერჩის სრუტის გავლით ყირიმის ხიდის მშენებლობა დასრულდა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა ფრანც კლინცევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთს თავისუფლად შეუძლია უკრაინისთვის აზოვის ზღვის გადაკეტვა, რადგან 15 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმისკენ მიმავალი 15 რუსული გემი დააკავა.

თავის მხრივ შაბათს, 17 ნოემბერს უკრაინის უმაღელს რადაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წარმომადგენელი ირინა ლუცენკო დაემუქრა რუსეთს და განაცხდა, რომ უკრაინული გემბეისთვის აზოვის ზღვის დახურვას ქვეყნის მსკაცრი რეაქცია მოჰყვება.

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.