“თუ საქართველო არ შესთავაზებს ისეთ რამეს, რომლითაც ის ქვეყნები, რომლებიც გამოდიან ჩინური ბაზრიდან დაინტერესდებიან და ასეთი არის ანაკლია, ჩვენ დავკარგავთ ისტორიულ შანსს”

თუ საქართველო არ შესთავაზებს ისეთ რამეს, რომლითაც ის ქვეყნები, რომლებიც გამოდიან ჩინური ბაზრიდან დაინტერესდებიან და ასეთი არის ანაკლია და ანაკლიის უკან თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მაშინ ჩვენ დავკარგავთ ისტორიულ შანსს – ამის შესახებ განცხადება,  პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას გააკეთა.

„დღეს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა და ჩვენმა ქვეყანამ არ დადო გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში და წლის ბოლომდე, ქვეყანა დაკარგავს უდიდეს შანსს, რადგან ძალიან დიდი კონკურენციაა რეგიონში. არავინ ჩვენ არაფერს არ მოგვართმევს, თუ ჩვენ არ შევთავაზეთ, თუ საქართველო არ შესთავაზებს ისეთ რამეს, რომლითაც ის ქვეყნები, რომლებიც გამოდიან ჩინური ბაზრიდან დაინტერესდებიან და ასეთი არის ანაკლია და ანაკლიის უკან თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მაშინ ჩვენ დავკარგავთ ისტორიულ შანსს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.