“თქვენ მარტო არ ხართ” – დამოუკიდებლობის დღის მილოცვები ქართველ ხალხს ევროპელი პოლიტიკოსებისგან

"თქვენ მარტო არ ხართ" -  დამოუკიდებლობის დღის მილოცვები ქართველ ხალხს ევროპელი პოლიტიკოსებისგან

A+ A-

“თქვენ მარტო არ ხართ” – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს ევროპის ლიდერები და პოლიტიკოსები ულოცავენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერის სოციალურ ქსელში წერს:

“მთელი გულით ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ლიეტუვა მხარს უჭერს თქვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას”,- წერს ლინკევიჩუსი.

“ტვიტერში” გამოაქვეყნა მისალოცი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ურმას რეინსალუ წერს, რომ ქართველ ხალხს ყოველთვის შეუძლია ესტონეთის მეგობრობის და ურყევბბი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა კი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე პოსტთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ფოტო გამოაქვეყნა.

“დეოკუპაცია, დემოკრატიის გაძლიერება და სხვა სახის დაბრკოლებები რჩება თქვენს გზაზე სრული დამოუკიდებლობისკენ. ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ევროპულ წარსულს და საერთო ევროპულ მომავალს”, – წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.