ივანიშვილის მმართველობა საქართველოს ევროკავშირს აშორებს – რეზოლუციის მიღების საკითხი არ გადაიდება

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების საკითხი არ გადაიდება.

“ფორმულასთან” საუბრისას “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი განმარტავს, რომ „ქართული ოცნების” ლობისტებმა ევროპარლამენტის რეზოლუციის დადგენილ თარიღებში გამოქვეყნებას ხელი ვერ შეუშალეს.

კანდელაკის თქმით, ოლიგარქის მმართველობა საერთაშორისო მეგობრების ურთიერთობას საქართველოსთან აუარესებს.

„ქართული ოცნება“ ცდილობდა, რომ რეზოლუცია ყოფილიყო გადატანილი, მაგრამ ამ მცდელობამ განიცადა კრახი. საქართველოს მეგობრების ინტერესია, რომ საქართველო ევროკავშირის კი არ დასცილდეს, არამედ დაუახლოვდეს. ევროკავშირი არის დემოკრატიული ქვეყნების ოჯახი. ივანიშვილის მმართველობა საქართველოს მდიდარი და დემოკრატიული ქვეყნების ოჯახს აშორებს“, – აღნიშნა კანდელაკმა.

ბრიუსელში ჩასული „ქართული ოცნების” დელეგაცია ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების გადადებას ითხოვდა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.