ივანიშვილის პირადი სია – ვის რა დაუფასა ოლიგარქმა

გადამწყვეტ არჩევნებზე, როცა ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დათმობა არ უნდა და მესამე ვადით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს, მმართველმა პარტიამ “ოცნების” სია გიორგი გახარიას ჩააბარა და პირველ ნომრად დაასახელა. 

“ოცნების” სიის პირველი ნომრის დაცვას და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებების გამართლებას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობდა. ოპონენტებს მათემატიკის ცოდნა დაუწუნა და ამტკიცებდა, რომ ძველებს სიაში ახლები ჭარბობენ და რომ ბიძინა ივანიშვილს სია ერთპიროვნულად არ დაუწერია. 

ხელისუფლების ოპონენტები სიის ხუთეულში სერგეი გავრილოვის მასპინძლის ირაკლი კობახიძისა და “ოცნების”ყველაზე ოდიოზური მინისტრის თეა წულუკიანის ყოფნას, ამომრჩევლის დაცინვად განიხილავენ. რა ნიშნით ან ვისი კვოტით მოხვდნენ კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და რაგბისტი დავით კაჭარავა “ოცნების” გამსვლელ ოცეულში, დღეს ამ კითხვაზე უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განსაკუთრებით გაბრაზდა.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ ვინ ლობირებდა ვიქტორ სანიკიძეს საპარლამენტო სიაში რთული გამოსაცნობი არ არის, თუ სოციალურ ქსელს და TikTok- ის ორი ვიდეოს გადავხედავთ. სანიკიძე სხვადასხვა დროს ბერა ივანიშვილთან ერთად “ტიკტოკერობს”.

mtavari.tv

 
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.