„ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ბევრად უფრო რეალური ხდება“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორების ბოლო პერიოდის განცხადებები არ უკვირთ. თინა ხიდაშელი ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილს აფასებს. მისი განცხადებით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის მტრებთან ურთიერთობაში არიან შემჩნეულები.

„ასე აგდებით საუბარი წერილებზე, რომლებიც ამერიკის სენატიდან მოდის, უნდა დასრულდეს. ტედ კრუზი არის ერთ-ერთი იმ სენატორებიდან, რომელსაც ამერიკის ხელისუფლების ყველა შტო უსმენს, მათ შორის – თეთრი სახლი. ეს უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენაა. საუბარია იმაზე, რომ ამერიკის მტრებთან ურთიერთობაში არიან შემჩნეული საქართველოს დღევანდელი მმართველები“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

სენატორების წერილი არის უპრეცედენტო, ვინაიდან ისინი პირდაპირ ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საეჭვო ფინანსურ გარიგებებში. საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები დღეს ღიად ლაპარაკობენ, რომ ახლა კიდევ უფრო რეალურია სანქციები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

„ეს უკვე აღარ ეხება 8 მარტის შეთანხმებას, დემოკრატიას ან სასამართლოს, ბევრად უფრო მეტია იქიდან გამომდინარე, რომ გავლენიანი კონგრესმენები და სენატორები რეალურად საქმის კურსში აყენებენ მაიკ პომპეოს, რომ საქართველოს ფაქტობრივი მმართველი კოლაბორაციაშია ირანთან, რუსეთთან და ეს ყველაფარი კეთდება ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოში. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ბევრად უფრო რეალური ხდება“, – განაცხადა ექსპერტმა გიორგი რუხაძემ.ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ. კონგრესმენები წერილში საქართველოში ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით

“ფორმულა”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.