“ივანიშვილის ხეების და ოქროს ექსპორტის გარდა ყველაფერი გაჩერებულია”

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა გააკრიტიკა.

„რამდენი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, რაც ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, რაც უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, „ქართული ოცნების“ პრივილეგირებული კასტისგან განსხვავებით, რომელსაც საერთოდ არ დატყობია აღნიშნული ეპიდემია. პირიქით, ძალიან ბევრმა კომპანიამ, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული, ისარგებლა ამ მძიმე სიტუაციიდან და სარგებელი ნახა, ბიზნეს ინტერესების გაფართოების საშუალება ნახა, მაგრამ მათგან განსხვავებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს მაშინ, როდესაც გაჩერებულია ეკონომიკა, გაჩერებულია მთელი ქვეყანა, მაგრამ გაჩერებული არ არის „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების ბიზნეს ინტერესები და მათი კომპანიების საქმიანობა, გაჩერებული არ არიან ბიძინა ივანიშვილის ხეები და გაჩერებული არ არის ბიძინა ივანიშვილის ოქროს ექსპორტი“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ავტორი: გურიის მოამბე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.