ივანიშვილის ხის გადატანის დროს პეტრას ციხის ლიმონარიუმი დაზიანდა (ფოტო)

გამოცემა “ბათუმელების“ ინფორმაციით, 14 აპრილს, გვიან ღამით ხის გადატანის დროს პეტრას ციხის ლიმონარიუმი დაზიანდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს მიმდებარედ მცხოვრებმა მოქალაქეებმა. ეს ხე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში კომპანია „ანაგმა“ გადაიტანა.სპეციალისტების თქმით, ეს ლიმონარიუმი პეტრას ციხეზე გაკეთდა გასული საუკუნეს 1930 წლებში. მას ტერასების შემაკავებელი ფუნქცია აქვს. „ლიმონარიუმი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილი, მაგრამ ეს არ არის ძირითადი ძეგლი. ამიტომ სამუშაოების შესასრულებელ პროექტს შეთანხმება არ სჭირდება. დღესვე დაიწყებენ შეკეთებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ კმდს ხელმძღვანელმა ლაშა ასლანიშვილმა.დაზიანებული მონაკვეთს კომპანია „ანაგი“ შეაკეთებს.პეტრას ციხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. თუმცა, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ თქვა, რომ ლიმონარიუმის დაზიანების შესახებ არაფერი იცის. პეტრას ციხის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქე ამბობს, რომ ლიმონარიუმის კედელს, სავარაუდოდ, იმ საყრდენმა გამოსდო, რაზეც ხე დგას.წყარო “ბათუმელები”ფოტო “ბათუმელები”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.