ივანიშვილი და მისი „ოცნება“ 7.1 მილიარდი ლარის საგარეო ვალს იღებს – საქართველოს მომავალი თაობების მძიმე ბედი და ქვეყანა დეფოლტის მოლოდინში?

2020 წელს საქართველოს მთავრობა 7.1 მილიარდი ლარის საგარეო ვალს იღებს.  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ მომზადებულ დოკუმენტშია საუბარი.

მიმდინარე წლის განმავლობაში ვალდებულებების წმინდა ზრდა, ანუ სხვაობა აღებასა და დაფარვას შორის , 7.8 მილიარდი ლარი იქნება. აქედან საგარეო ვალის წმინდა ზრდა 6.1 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო ვალის წმინდა ზრდა 1.7 მილიარდი ლარია.

რაც შეეხება მომავალი წლების პროგნოზს, მთავრობა საგარეო ვალის სახით 2021 წელს 3.4 მილიარდ ლარს, 2022 წელს კი 2.1 მილიარდს ლარს აიღებს. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან 58% იქნება, მომდევნო წლებში კი შემცირდება და მაგალითად, 2021 წლის პროგნოზით, აღნიშნული მაჩვენებელი 57.6% იქნება. ამასთან, საგარეო ვალის მომსახურება პროცენტულად ბიუჯეტის შემოსავლებთან 2020 წელს 12.5%-შეადგენს, ხოლო 2021 წელს აღნიშნული მაჩვენებლის საპროგნოზო მნიშვნელობა 21.9%-ია.

„მიმდინარე პერიოდში ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ, რათა საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის განვითარების დონე დაუბრუნდეს პოტენციურ მაჩვენებელს და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. აღნიშნულის მისაღწევად ძირითადი პრიორიტეტებია: ეკონომიკის სტაბილიზაცია და მომდევნო ეტაპზე ეკონომიკის მდგრადი და მაღალი ტემპით ზრდა; ინფლაციის დონის მიზნობრივ მაჩვენებელთან სწრაფად დაბრუნება; პანდემიის პირობებში გაზრდილი სახელმწიფო ვალის სწრაფი და მდგრადი კონსოლიდაცია; საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება,”-ნათქვამია მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

P.S. 2012 წელს საქართველოს მთლიანი ვალი იყო 6.1 მილიარდი, დღეის მდგომარეობით 23.3 მილიარდია!

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.