ივანიშვილი მორიგ ავანტიურაზე მიდის – ოპოზიცია მთავრობას ანაკლიის პორტის აშენებისკენ მოუწოდებს

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ახალ ავანტიურაზე მიდის და ამერიკელი პარტნიორების ღია მოწოდებების საპირისპიროდ, არა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, არამედ ფოთის პორტზე დებს ფსონს -ასე აფასებენ მმართველი ძალის ოპონენტები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებებს ფოთის პორტის შესახებ.

ამერიკელი ინვესტორების ისტორიული პროექტიდან გაშვების შემდეგ ოპოზიცია ღიად ადანაშაულებს ხელისუფლებას პრორუსულ ინტერესებში. ფოთის პორტი კი, რომლის უკანაც ვანო ჩხარტიშვილს მოიაზრებენ, მათი თქმით, ღრმაწყლოვანი ვერ ხდება.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ ანაკლიის პროექტის გულშემატკივარია, მაგრამ მაიკ პომპეოს და გავლენიანი კონგრესმენების შემდეგ, ქვეყნის მთავარ პარტნიორს ცალსახა განცხადების გაკეთება ისევ დასჭირდა. ადამ კინზინგერი საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის განხორციელებისკენ და ამერიკელი ინვესტორების ჩართვისკენ მოუწოდებს.

“ფორმულა”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.