ივანიშვილი რაჭასაც მიადგა – ჰესს მისი ძველი მეგობარი აშენებს

ავტორი: გურიის მოამბე

ივანიშვილი რაჭასაც მიადგა- ჰესს მისი ძველი მეგობარი აშენებს

რაჭა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას – ონის კასკადის მშენებლობის ნებართვა შპს “ფერს” გადაეცა, რომლის მფლობელიც, ივანიშვილის გარემოცვიდანაა, რუსეთიდან. 

ქართული წარმომავლობის რუსი მილიარდერი, მევლუდ ბლიაძე, რუსეთში გზებსა და ხიდებს აშენებს, ბიძინა ივანიშვილის ძველი მეგობარია და საქართველოში ჰესების აშენებითაა დაინტერესებული.

მდინარე რიონი, რომელიც რაჭის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნიდა, მალე მილებში მოექცევა და კალაპოტიდან მთების სიღრმეში გადაინაცვლებს. პროექტის განხორციელებისას მინიმუმ ოთხი ათასზე მეტი ძირი ხე გაიჩეხება.

ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით  სარჩელი უკვე მოამზადა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და სასამართლოსაც მიმართა.

თუმცა, სანამ ქართული სასამართლო ჰესების საკითხზე იმსჯელებს, ლიცენზიები უკვე გაცემულია – ნამახვანზეც და ონის კასკადზეც. იქ მოსახლეობა ყაზარმულ რეჟიმშია გადასული და ყოველდღიურად საკუთარ მიწაზე, მძიმე ტექნიკის გამოჩენას ელის.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.