ივანიშვილი-სააკაშვილის სამვარსკვლავიანი გენერლების ომი – ვის ბრძანებას შეასრულებს ქართული ჯარი არჩევნებში?

ივანიშვილის გენერალ-ლეიტენანტი VS სააკაშვილის გენერ-ლეიტენანტი – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, რეკორდებს იმითაც მოხსნის, რომ არც მეტი და არც ნაკლები – კარიერული გენერლების ომში  გადაიზრდება.  

სამვარსკვლავიანი გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გუნდში უკვე პოზიციებზეა.

დღეს მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ფლანგმა საარჩევნო ბრძოლის წინა ხაზზე შემოსაყვანად, ასევე სამვარსკვლავიან გენერალ-ლეიტენანტს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას აუნთო მწვანე შუქი. 

როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, ეს იმიტომ მოხდა,  დღეს ქართულ ჯარს ავტორიტეტული  თავდაცვის მინისტრი არ ჰყავს –  ირაკლი ღარიბაშვილის სახით.

აქვე იმასაც დავამტებთ, რომ  ქართულ ჯარს არც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახით ჰყავს ავტორიტეტული  მთავარსარდალი. მოქმედი მთავარსარდლის წონა ჯარში ხომ მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად და  სერიოზულად მოიკოჭლებს, ავტორიტეტის თვალსაზრისით, რაც გამოაცხადა –  „ჩვენ ჯარი არც გვყოლია და არც გვეყოლებაო“.  

ფაქტობრივად, დღეს ქართულ ჯარს სერიოზული ავტორიტეტი მხოლოდ გენერალ-ლეიტენანტის, ჩაჩიბაიას სახით ჰყავდა და გასაკვირი არაა, რომ ის პოლიტიკაში გადაამისამართეს.

სამხედრო ელექტორატი ხომ არჩევნებზე  გადამწყვეტი სიტყვის მთქმელია,  ეს ახალი ამბავი არ არის. მეტიც – მთელი საქართველოს ამომრჩეველთა ერთი შვილი, შვილიშვილი, ძმისშვილი, დისშვილი,  ბიძაშვილი თუ  მამიდაშვილი მაინც ან ჯარშია, ან ჯარისთვის გამზადებული,  ან კონტრაქტორი, ანდაც ჯარგამოვლილი ჩინოსანია.

აქედან გამომდინარე კი, გასაკვირი არაა ყველა დროში ყველა ხელისუფლების ნადირობა ჯარისკაცების ხმებზე. როგორც წესი, სპეცუბნებში მიცემული ხმები არჩევნების ბედსაც წყვეტენ და გამარჯვებული ფალავანის გამოავლენაშიც ბადალი არ ჰყავთ.

დიდი ალბათობით, ჯარის მართვის სადავეებიდან დღეს წასული გენერალ-ლეიტენანტი, რომელიც მოწინააღმდეგესავით სამვარსკვლავიანი სამხრეებით არის დამშვენებული, სწორედ „ოცნების“ საარჩევნო არმიის ავანგარდში ჩადგება.

იმედია, ტანკებით არ გამოვლენ ქუჩებში“,  –  ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის სამვარსკვლავიანი გენერლების თავდაცვიდან პოლიტიკაში გადასვლის პროცესს.

როგორც ხუხაშვილმა „2020NEWS“-თან საუბრისას განმარტა, ყოფილი სამხედროების პოლიტიკაში წასვლა შემაშფოთებელი არ არის.

მისივე თქმით, გენერლების ერთმანეთთან „შერკინებით“ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალური მოძრაობას“ სურთ,  2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ გაარკვიონ, ვინ უფრო დიდი ავტორიტეტია – ყველა გამოკითხვებში, რეიტინგების ლიდერ ქართულ ჯარში.

„წინასაარჩევნოდ იმედი მაქვს, ტანკებით არ გამოვლენ ქუჩებში, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ეს ერთჯერადი შემთხვევაა და არ მგონია, რომ ამას სისტემური ხასიათი ჰქონდეს. მე ძალიან ღრმად არ ვარ ჩახედილი სამხედრო თემებში, თუმცა მნიშვნელოვანია და მთავარი, რომ სამხედრო პირებს მიეცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება.

ამ გენერლების პოლიტიკურ არენაზე შემოყვანას კიშეიძლება ზუსტად ეს აზრი ჰქონდეს:გაირკვესჯარში ვის უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს და ვინ უფრო დაფასებულია: დევი ჭანკოტაძე თუ ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ჯარისკაცი ხომ, როგორც ცნობილია, ორიენტირებულია გენერალზე ვიღაცა ავტორიტეტია და ვიღაცა არ არის ავტორიტეტი, ხო?

ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ჯარში ღარიბაშვილი ნამდვილად არ არის ავტორიტეტი, ამაში დარწმუნებული ვარ. მე არ მგონია, რომ ყოფილი ჯარისკაცების პოლიტიკაში წასვლა რამე პრობლემა იყოს, საერთაშორისოდ ცნობილია, რომ ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ყოფილი სამხედროები პოლიტიკაში მიდიან, მე ამაში ვერ ვხედავ პრობლემას, რადგან პარლამენტშიც საჭიროა, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პროფესიონალები“, – აცხადებს ექსპერტი.

მართლაც, მომავალი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს კონკურენტუნარიანი კადრი წელს ყველაზე მეტად დასჭირდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2020 წელს არჩეული საკანონმდებლო ორგანოში ბევრი პარტია მოხვდება და კოალიციური თანხმობის გარეშე თავდაცვისა და უშიშროებიოს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ვერავინ დაინიშნება,.

უჩინო და სამოქალაქო კანდიდატები კი,  ამ  კონკურენციაში ვეღარც შევლენ, რადგან სააკაშვილმა თამასა უკვე ასწია გენერალ-ლეიტენანტამდე, დევი ჭანკოტაძის პოლიტიკაში შემოყვანით.

სამვარსკვლავიან გენერალზე ნაკლებს უკვე ვეღარც ივანიშვილი შემოუშვებდა კონკურენტად, მითუმეტეს, შესათანხმებელი კანდიდატურა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საპარლამენტო და სხვა სტრატეგიული ურთიერთობების დალაგების თვალსაზრისით.  ანუ მასზე თანხმობა ნატომაც უნდა თქვას, კ უ ლ უ ა რ უ ლ ა დ!

ივანიშვილი-სააკაშვილი ერთმანეთს ნაბიჯებს რომ უზომავენ და კონტრპოლიტიკურ სვლებს უმზადებენ, ფაქტია და არაფერია ამაში გასაკვირი –  საარჩევნო ფრონტის მთავარი ხაზი ჯერ ისევ მათ შერკინებაზე გადის, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ  -გავლენების თვალსაზრისით.

თუმცა, იმედია, ეს ომი, ხუხაშვილის თქმისა არ იყოს, საარჩევნო სიებში ყველა ჩინის სამხედროების მომრავლებამდე არ მივა.

საჩვენებელ სვლად  გენერალ- ლეიტენანტისა და გენერალ-მაიორის ფრონტის წინა ხაზზე შემოყვანაც საკმარისია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კითხვები საზოგადოებაში ნამდვილად გაჩნდება და თანაც სერიოზული!

30 გენერალირომ ყოფილიყო ჩართული ამ ამბავში, მაშინ, რა თქმა უნდაგამიჩნდებოდა კითხვები ამის გამომაგრამ თითოთითო გენერალში პრობლემას ვერ ვხედავ, – განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

მოკლედ, ასეთია წინასაარჩევნო მზადება ჯარისკაცების ხმებზე ნადირობისთვის! ვნახოთ,  2020 წლის გადამწყვეტ საარჩევნო ბრძოლაში რომელ გენერალ-ლეიტენანტის ავტორიტეტზე ექნებათ სწორება და ვის აუღებენ სამხედროი სალამს ქვემდგომები – რიგითებიდან დაწყებული გენერალ-მაიორებით დამთავრებული!

ცნობისთვის, დღეს თავდაცვის ძალების მეთაური შეიცვალა. აღნიშნულ პოსტზე გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩაანაცვლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გენერალი შესაძლოა, „ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდეს და საპარლამენტო სიაშიც ვიხილოთ. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამვარსკვლავიანი გენერლი დევი ჭანკოტაძე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის და პირველი, პოლიტიკური გასროლისთვის ემზადება, ის „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში იქნება.

რუსა მუმლაძე

მარიამ მაჭარაშვილი

https://2020news.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.