ივანიშვილი ჯანდაცვის მინისტრად თავისი ცოლის პირად სტომატოლოგს ნიშნავს

სერგეენკო მიდის, ივანიშვილის ცოლის პირადი სტომატოლოგი კი – მოდის… 

სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი ცვლილებები დღეს განხორციელდება.

ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი, ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის.

ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობს. ის თავდაპირველად მიწვეული სპეციალისტი იყო და იქ სწორედ დავით სერგეენკოს რეკომენდაციით აღმოჩნდა. 

თუმცა, შემდეგ სერგეენკომ ტიკარაძე ივანიშვილის ოჯახს გააცნო, როგორც პერსპექტიული ექიმი… 

ასე  იქცა მიწვეული სპეციალისტი ოლიგარქის ოჯახის პირად სტომატოლოგად.

2015 წელს კი, სერგეენკომ ეკატერინე ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დანიშნა მას შემდეგ, რაც გოგა გუდაძემ თანამდებობა დატოვა.

ბედის ირონიით, დავით სერგეენკოს, დღეს, სავადაუდოდ, მისივე რეკომენდირებული კადრი, ივანიშვილების ოჯახის პირადი სტომატოლოგი, ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის.

P.S: ივანიშვილის ცოლის პირადი სტომატოლოგი და მომავალი მინისტრი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და გვიგზავნის შეტყობინებას რომ დაკავებულია.

ლევან ქართველიშვილი, სოფო ფერაძე

https://presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.