ივანიშვილს დაატეხეთ რქები, ამოუყირავეთ საარჩევნო სისტემა, ქვეყანა გაწირეთ რევოლუციისთვის და ტიკარაძე და მაჭავარიანი ვერ მოგყავთ? – გოგიჩაიშვილი უმრავლესობას (ვიდეო)

ივანიშვილს დაატეხეთ რქები და ამოუყირავეთ საარჩევნო სისტემა,ქვეყანა გაწირეთ რევოლუციისთვის და ტიკარაძე და მაჭავარიანი ვერ მოგყავთ?რა ფასი აქვს თქვენს დეპუტატობას- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო  ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის ლევან გოგიჩაიშვილი რომან კაკულიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრი მისვლას არ აპირებს.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით,მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენაზე არმისვლა პარლამენტის შეურაცხყოფაა და ხელისუფლება უნდა დაელოდოს, რას მიიღებს დეპუტატების შეურაცხყოფისთვის.დამოუკიდებელმა დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრების ასეთ ქმედებებს ხელს აფარებს.

„სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ივანიშვილს ამოუტრიალეთ საარჩევნო სისტემა, ქვეყანა გაწირეთ რევოლუციისთვის და ტიკარაძე და მაჭავარიანი ვერ მოგყავთ პარლამენტში?! რა ფასი აქვს თქვენს დეპუტატობას, ამიხსენით. ანუ, სათქვენოდ აკეთებთ, ხომ? ეს პარლამენტია, ხალხო. იცით, რატომ არ მოდის? თქვენც ხართ ამ სქემებში თანამონაწილე: ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და პარლამენტი, რომელიც ამ ხალხს ხელს აფარებს. რას აშენებთ, რა ქვეყანას აშენებთ, რა უბედურებაა! ან რისთვის ვიბრძოლეთ ამდენი ხნის განმავლობაში? იმისთვის, რომ ისევ ის სისტემა შეგვენარჩუნებინა? როგორც ჩანს, ამას აკეთებთ საკუთარი კეთილდღეობის გამო და აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობა. პარლამენტის შეურაცხყოფა ეს არის კონსტიტუციის შეურაცხყოფა. რაც გინდათ, ის ქენით. გინდათ, თავზე ნაცარი დაიყარეთ, გინდათ, დასხედით ეთერებში და გველაპარაკეთ ახალი იდეოლოგიით. ვფიქრობ, სულ ცოტა, ეს არის ჩვენი უპატივცემულობა და ჩემს უპატივცემულობაზე რა პასუხსაც მიიღებთ, ამას დაელოდეთ. არ ვაპირებ იმ ხალხისგან, ვინც 9 წლის განმავლობაში ჩირგვებში ისხედით, ასეთ უპატივცემულობაში გვამყოფოთ მე და ჩემი კოლეგები. რა პასუხსაც მიიღებთ, ამაზე თქვენ თვითონ აიღებთ პასუხისმგებლობას,” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

http://pirveliradio.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.