ივანიშვილს ქუჩის პროტესტის შეეშინდა და პროპორციულის უკან დაბრუნებას ფიქრობს – “ნიუპოსტი”

ბიძინა ივანიშვილს ქუჩის პროტესტის შეეშინდა.

“ნიუპოსტის” ექსკლუზიური ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საკუთარი კანონპროექტი ჩააგდო, “ქართული ოცნების” ლიდერისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა სრული ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება და მასობრივი პროტესტი, რომელიც ამ დრომდე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. ივანიშვილს ეშინია, რომ ეს ყველაფერი ბევრად უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს.

უფრო ადრე, ვიდრე კანონპროექტის ჩაგდებამდე, “ნიუპოსტი” წერდა, რომ ოლიგარქმა დავალება გასცა მაჟორიტარების ხელით ჩაეგდო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის განხორციელებაც მან არა მხოლოდ ქართველ ხალხს არამედ, საერთაშორისო პარტნიორებსაც დაჰპირდა.

ჩვენი წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გუნდის წევრებთან დაძაბული საუბარი ჰქონდა. “თუ ასე გაგრძელდა და ვერაფერს ახერხებთ, ადგებით და გადაითვლით, არაფერი უჭირს…” – ეს იყო ივანიშვილის დავალება, რომელიც გუნდმა მიიღო.

ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ გეგმა ასეთია: ივანიშვილი თავის გუნდის 5-6 დეპუტატს ათქმევინებს, რომ ისინი შეცდნენ და პარტიის ლიდერმა დაარწმუნა, რომ პროპორციული სისტემა ქვეყნისთვის კარგია და ეს უნდა გავიდეს – “თავის ტკივილი თუ გახდება, უკან დავაბრუნოთ… იტყვიან, რომ დავარწმუნე…” – გვიყვებიან შუშის სასახლიდან.

რაც იზამს ოლიგარქი, უცნობია, თუმცა ივანიშვილი, რომელიც ხვდება, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა ნელნელა ეცემა და ხელისუფლების დაკარგვა რეალური ხდება, ცდილობს ყველანაირი გამოსავალი ნახოს, თუნდაც ეს იყო უკვე კარგად ცნობილი “ბლეფი”, რომელიც მან პროპორციულის ჩაგდებისას გაათამაშა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.