ილია II ვლადიმერ პუტინს: უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა

ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმაილია მეორემ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლაიმერ პუტინს 2020 წლის საახალწლო მილოცვაში.

“„დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას, ერთმანეთს ბედნიერებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის.

„პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ – ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში.

უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის.

მე მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ბედნიერებას გისურვებთ. კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, – აღნიშნავს ილია მეორე მილოცვაში” – განაცხადა ილია მეორემ.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.