ილონ მასკის ქონება გასული 1 კვირის განმავლობაში $13-მილიარდით გაიზარდა

ილონ მასკის ქონება ბოლო 1 კვირის განმავლობაში 13-მილიარდი დოლარით გაიზარდა. 

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი 22 სექტემბერს კომპანიის უახლეს ინოვაციას, “ენერგიის დღეს” გაგვაცნობს. ინვესტორებმა “ენერგიის დღეში” თანხა უკვე დააბანდეს, რამაც მსოფლიოს რიგით მესამე უმდიდრესი ადამიანის შემოსავალი 1 კვირაში $13-მილიარდით გაზარდა. 

“ენერგიის დღის” მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს Tesla-ს ავტომობილის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობა და უზრუნველყოს მომხმარებლის კომფორტი. 

ცნობისთვის, მიმდინარე კვირა წარმატებული აღმოჩნდა სხვა ელექტროავტომობილების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც. მაგალითად, ჩინური BYD-ს ქონება $2.3-მილიარდით, აქციების ფასები კი 35%-ით გაიზარდა. 

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის ამჟამინდელი ქონება $92.4-მილიარდია. აქედან გამომდინარე, მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში $13-მილიარდიანი შემოსავალი დიდ წარმატებასა და მომავალში უფრო გაზრდილ ინვესტიციებსა და ქონებაზე მეტყველებს. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.