ილონ მასკმა კოსმოსში რაკეტა “ფალკონ 9“ გაუშვა – “ხომალდი Crew Dragon ადამიანებმა შექმნეს, კაცობრიობა ამით უნდა ამაყობდეს” (ვიდეო)

„სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ წარმატებით გაეშვა. რაკეტაზე მოთავსებულია კაფსულა Crew Dragon, რომელშიც ნასას ორი ასტრონავტი, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი სხედან.  მას შემდეგ, რაც რაკეტა კაფსულას ორბიტაზე გაიტანს, ის კვლავ დედამიწაზე დაეშვება და ატლანტის ოკეანეში განთავსებულ სპეციალურ ტივტივაზე დაჯდება.

“ეს ხომალდი ხალხმა გააკეთა და კაცობრიობას შეუძლია იამაყოს ამით,” – ხაზს უსვამს მასკი.

მან აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანაა ავსტრონავტები უსაფრთხოდ დააბრუნონ დედამიწაზე და შემდეგ ეს სულ რომ მეორდებოდეს და მეორდებოდეს.

Crew Dragon-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან გაშვებიდან 19 საათის შემდეგ, 31 მაისს, თბილისის დროით 18:30 საათზე მივა, მიუერთდება და ასტრონავტები სადგურზე გადავლენ.

ეს პირველი შემთხვევაა კოსმოსური შატლის პროგრამის დახურვის შემდეგ (2011 წლის ივლისი), როდესაც ნასას ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკის მიწიდან, ამერიკული რაკეტით გაემგზავრნენ. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, ნასა ამისათვის რუსეთის რაკეტა „სოიუზს“ იყენებდა, რომლითაც ასტრონავტები სადგურზე ყაზახეთიდან, ბაიკონურის კოსმოდრომიდან მიემგზავრებოდნენ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.