იმედია ბატონო პრემიერო ეს თქვენი პრესსამსახურის მიზანმიმართული ქმედება არ იყო და მხოლოდ გარკვეული გაუგებრობა ჟურნალისტების მიმართ

დღეს მთავრობის მეთაურის პრესსამსახურმა (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ) განგვიცხადა, რომ დასრულებულია განაცხადების მიღება ჟურნალისტებისთვის საშვებზე კომენდანტის საათის დროს გადაადგილების თაობაზე.


გასაგები და მისაღები იქნებოდა ეს განცხადება, მაგრამ პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ყველა ტელევიზიის, პრესისა თუ საინფორმაციო საშუალებებს დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს. სამწუხაროდ ამ ბაზაში ჩვენ არ აღმოვჩნდით (საინფორმაციო სააგენტო “INFONEWS-ი მეხუთე წელია ბაზარზეა” და აკრედიტებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში).

იმედია პრემიერის პრესსამსახურის ბაზაში დღეიდან მაინც დავიდებთ ბინას და ამ ინციდენტს მხოლოდ და მხოლოდ გაუგებრობას მივაწერთ.

გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს მიზანმიმართულად არ იყო გაკეთებული არასასურველი ჟურნალისტების დაბლოკვის მიზნით.

სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი სააგენტოს ჟურნალისტები ვეღარ შეძლებენ აკრძალულ დროს სიუჟეტისა თუ სხვა საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ოპერატიულად ჩვენი საზოგადოებისთვის.

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო “INFONEWS”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.