იმისთვის, რომ დაასაქმოს აქტივისტები და ნათესავები კალაძე ახალ შპს-ებს და აიპ-ებს ქმნის – ნადირაძე

კვლავ და კვლავ ზრდის ბიუროკრატიას, ახალ შპს-ებს, აიპ-ებს, რომ დაასაქმოს „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ახლობელ-ნათესავები – აცხადებს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კახა კალაძეზე. ოპოზიცია მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილ თბილისის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს. მათი თქმით, თანხები არამიზნობრივად არის გაწერილი. ცვლილებების მიხედვით, მცირდება ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსება, მათ შორის იკლებს მეტროსადგურების რეაბილიტაციის დაფინანსება. ასევე კლებაა ბიუჯეტის იმ მუხლში, რომელიც ავარიული კორპუსების გამაგრებას ითვალისწინებს.

„იმის ნაცვლად, რომ წარმოედგინა თბილისის მერს, კახი კალაძეს სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი, სადაც მკვეთრად იქნება შემცირებული ბიუროკრატია, კვლავ და კვლავ ზრდის ბიუროკრატიას, ახალ შპს-ებს, აიპ-ებს, რომ დაასაქმოს „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ახლობელ-ნათესავები. ამის გარდა, მაშინ, როდესაც თბილისელებს მეტრო თავზე ენგრევათ, იმის ნაცვლად, რომ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება გაეზარდა, კახა კალაძემ გაანახევრა ეს მუხლი და 10 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 5 მილიონს დახარჯავს,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.