ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას 117 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ორ რეგიონში ჩამოვარდნილმა მეხმა, სულ ცოტა 117 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.

პირველი შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით, ბიჰარის პროვინციაში მოხდა, სადაც 93 ადამიანი დაიღუპა. 24 ადამიანს მიადგა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები რეგიონ უტარ პრადეში.

ამ ორი შემთხვევის შედეგად, 44 პირი დაშავდა, რომლებიც მკურნალობას ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში გადიან.

დაღუპულთა უმეტესობა ფერმერები არიან, რომლებიც მეხის ჩამოვარდნისას ღია სივრცეში მუშაობდნენ.

ხელისუფლება დაღუპულთა ოჯახებს $5 000-ის ოდენობით კომპენსაციას დაჰპირდა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.