ირანი ამერიკულ ბაზებს ბომბავს და დუბაის და ჰაიფას განადგურებით იმუქრება

ირანმა საჰაერო იერიშის მეორე ტალღა წამოიწყო ამერიკულ ბაზებზე ერაყში,- ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. წუხელ 1 საათის წინ 30-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული ორ ამერიკულ ბაზაზე. სოციალური ქსელით ვრცელდება დაბომბვის ამსახველი ვიდეოკადრები. ირანი მოუწოდებს აშშ-ს არ გაბედოს საპასუხო ქმედებას, რადგან უარეს დარტყმას მიაყენებს.

თავის მხრივ ამერიკული ავიაგამანადგურებლები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი- გავრცელდა ინფორმაცია საუდის არაბეთის მხრიდან რამდენიმე სტელსის ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფ-35-ების ჰაერში აფრენის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ, ირანის ტერიტორიაზე განახორციელებენ საპასუხო სარაკეტო იერიშს.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებას, სადაც ისინი იმუქრებიან, რომ ამერიკელთა მიერ სარაკეტო თავდასხმებზე სამხედრო პასუხის გაცემის შემთხვევაში, ირანის შეიარაღებული ძალები დაიწყებენ დაბომბვის მესამე ტალღას, რომლის დროსაც მათ მიზანში ამოღებული აქვთ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქი დუბაი და ისრაელის საპორტო ქალაქი ჰაიფა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.