შაბათი, იანვარი 23, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე მეცნიერება

ირმის ნახტომის სიახლოვეს აღმოჩენილია გალაქტიკების გიგანტური „კედელი“ (ვიდეო)

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2020/07/20
in მეცნიერება, სტატისტიკა-კვლევა, ყველა სიახლე
25 0
0
ირმის ნახტომის სიახლოვეს აღმოჩენილია გალაქტიკების გიგანტური „კედელი“ (ვიდეო)
100
ნახვა
Share

სამყარო მხოლოდ გაფართოებად სიცარიელეში შემთხვევით მიმოფანტული გალაქტიკები არ არის. რაც უფრო ახლოდან ვაკვირდებით, მით უფრო კარგად ვხედავთ, რომ მასში არის სტრუქტურები, რომელთაგან ზოგიერთი წარმოადგენს გალაქტიკების წარმოუდგენლად ვრცელ დაჯგუფებებსა და გროვებს, რომლებიც ერთმანეთთან გრავიტაციულად არიან შეკრული.

აღმოჩენილია გალაქტიკათა ორი უზარმაზარი ჯგუფი, რომელიც მალე ერთმანეთს შეეჯახება
მსგავსი: აღმოჩენილია გალაქტიკათა ორი უზარმაზარი ჯგუფი, რომელიც მალე ერთმანეთს შეეჯახება

ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ერთ-ერთი ასეთი სტრუქტურა, რომელიც თაღივით არის გადაჭიმული ცის სამხრეთ კიდის თავზე; ის უზარმაზარია — ერთი ბოლოდან მეორემდე ივრცობა 1,37 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. აღმომჩენებმა მას სამხრეთ პოლუსის კედელი უწოდეს.

ასეთი თვალშისაცემი ზომით, ის კოსმოსში ჩვენ მიერ აღმოჩენილი ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურაა და ზუსტად ვიცით, რას წარმოადგენს. ის გალაქტიკური ფილამენტია — გალაქტიკების უზარმაზარი ფორმაცია, რომელიც წარმოქმნის საზღვარს კოსმოსურ ვოიდების ცარიელ სივრცეებს შორის; ერთობლივად კი ისინი წარმოქმნიან ე. წ. კოსმოსურ აბლაბუდას. გამომდინარე აქედან, ჩვენ მას კედელს ვუწოდებთ.

ცნობილია სხვა ასეთი დიდი კედლებიც. მათ შორის უდიდესია ჰერაკლეს დიდი კედელი, რომელიც 9,7 მილიარდ სინათლის წელიწადზეა გადაჭიმული. თუმცა, სამხრეთის დიდი კედელი გამორჩეულია, რადგან ის კოსმოსური თვალსაზრისით ახლოს არის ირმის ნახტომთან — 500 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ყველაზე მასიური სტრუქტურაა, რომელიც ასე ახლოს გვინახავს.

სამყაროს ექსტრემალურ რეგიონებში გალაქტიკებს რაღაც ხოცავს — ასტრონომები მიზეზს არკვევენ
მსგავსი: სამყაროს ექსტრემალურ რეგიონებში გალაქტიკებს რაღაც ხოცავს — ასტრონომები მიზეზს არკვევენ

ალბათ იკითხავთ, როგორ გამოგვრჩა ამ დრომდე ჩვენს მეზობლად არსებული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი გალაქტიკური ფილამენტი. არსებობს საკმაოდ კარგი მიზეზი — ის იმალებოდა გალაქტიკური დაბინდვის, ანუ ირმის ნახტომის სიბრტყის მიღმა.

ეს კი გახლავთ ჩვენი მშობლიური გალაქტიკის დისკო — მტვრით, გაზითა და ვარსკვლავებით ამოვსებული სქელი და კაშკაშა რეგიონი. ის იმდენად სქელი და კაშკაშაა, რომ რომ ბინდავს მის მიღმა სივრცის დიდ ნაწილს და შესაბამისად, სამყაროს ეს ნაწილი დანარჩენთან შედარებით ნაკლებად გვაქვს შესწავლილი.

თუ ეს ზონა სამხრეთ პოლუსის კედელს ასე კარგად მალავდა, როგორ შეძლეს ასტრონომებმა მისი აღმოჩენა? ამ კითხვაზე პასუხი ცოტა არ იყოს, კომპლექსურია, მაგრამ არსებითად, ეფუძნება ცის გარშემო გალაქტიკათა მოძრაობას.

მკვლევართა ჯგუფმა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის კოსმოგრაფ დანიელ პომარედის ხელმძღვანელობით, გამოიყენა მონაცემთა ბაზა სახელად Cosmicflows-3, რომელიც შეიცავს მანძილების გამოთვლებს დაახლოებით 18 000 გალაქტიკისთვის. ეს მაჩვენებლები წითელი წანაცვლების საშუალებით გამოთვალეს, რომელიც ზომავს, რამდენად სწრაფად მოძრაობს რაღაც ჩვენგან საპირისპირო მიმართულებით; ამას ასტრონომები მისი სინათლის ტალღების გაჭიმულობაზე დაყრდნობით ადგენენ.

აღმოჩენილია 14 გალაქტიკის გიგანტური გროვა, რომელიც სამყაროს ყველაზე მასიური სტრუქტურა გახდება
მსგავსი: აღმოჩენილია 14 გალაქტიკის გიგანტური გროვა, რომელიც სამყაროს ყველაზე მასიური სტრუქტურა გახდება

შარშან, ამ მონაცემთა ბაზის გამოყენებით, მკვლევართა სხვა ჯგუფმა დაიანგარიშა სხვა პარამეტრი, ე. წ. პეკულარული სიჩქარე, რომელიც წარმოადგენს გალაქტიკის სიჩქარეს სამყაროს გაფართოებით გამოწვეულ მის მოძრაობასთან შედარებით.

ამ ორი პარამეტრის საშუალებით, ჯგუფმა გამოთვალა გალაქტიკების მოძრაობა ერთმანეთის მიმართ, რამაც გამოავლინა გაცილებით დიდი მასის გრავიტაცული გავლენა. ალგორითმების დახმარებით, ჯგუფმა შეძლო ეს მოძრაობები გამოეყენებინა, რათა გალაქტიკური სიბრტყის მიერ დაბინდვის მიუხედავად, შეექმნა სამხრეთ პოლუსის მასალის შემადგენელი მატერიის სამგანზომილებიანი რუკა.

მისი ყველაზე მკვრივი მონაკვეთი მდებარეობს სამხრეთ პოლუსის თავზე — ეს სექცია ჩვენგან 500 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. შემდეგ ის ჩრდილოეთით იღუნება, ჩვენკენ მოდის და ირმის ნახტომს 300 მილიონი სინათლის წლის მანძილზე უახლოვდება.

კოსმოსის უდიდესი ობიექტები - შავი ხვრელებიდან გალაქტიკათა სუპერგროვებამდე
მსგავსი: კოსმოსის უდიდესი ობიექტები – შავი ხვრელებიდან გალაქტიკათა სუპერგროვებამდე

მოღუნული მკლავის გასწვრივ, გალაქტიკები სამხრეთ პოლუსის შეჯგუფების მიმართულებით მოძრაობენ; იქიდან კი მიემართებიან კიდევ ერთი გიგანტური სტრუქტურის, შეპლის სუპერგროვისკენ, რომელიც ჩვენგან 650 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული.

იმის გამო, რომ სამხრეთ პოლუსის კედლის რაღაც ნაწილებს ჩვენ ვერ ვხედავთ, არ არის გამორიცხული, რომ ეს სტრუქტურა იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ამ მომენტში შეგვიძლია შეფასება. თუმცა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ასტრონომები ამასაც გაარკვევენ.

პირველ რიგში, ის ჩართულია საინტერესო კოსმოლოგიურ პროცესში — გავლენას ახდენს ადგილობრივი სამყაროს გაფართოების მაჩვენებელზე. ეს კი შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს ჰაბლის დაძაბულობაში — აგილობრივი და ადრეული სამყაროს გაფართოების მაჩვენებლებს შორის სხვაობაში.

ამას გარდა, ის შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ადგილობრივი კოსმოსური კუთხის ევოლუციის უკეთ შესწავლაში, რომელიც მოიცავს ლანიაკეას — გალაქტიკათა სუპერგროვას, რომელშიც ირმის ნახტომიც შედის. ლანიაკეა 2014 წელს ასევე პომარედმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს.

აღმოჩენა უბრალოდ საუცხოოა და და ეჭვგარეშეა, უახლოეს მომავალში მისი წყალობით კიდევ მრავალ საოცარ ინფორმაციას უნდა ველოდოთ.

კვლევა ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

RelatedPosts

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!
საზოგადოება

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

ავტორი ვაკო კუპრაშვილი
იანვარი 20, 2021
0
194

ეთნიკურ და კონფესიურ უმცირესობათა ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ არსებობს რაიმე სახის ვიდეომასალა კარტოგრაფების საქმეზე, რითიც დაკავებული მეცნიერების ბრალეულობა დასტურდება და...

წაიკითხე მეტი
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021
140
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

“უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან”- ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა

იანვარი 20, 2021
231
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

იანვარი 20, 2021
188
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იპოდრომის აქცია გაჩეჩილაძეებმა ტელევიზიის სანაცვლოდ დაშალეს – ფარული მოლაპარაკებები შავნაბადაზე

იანვარი 19, 2021
164
  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

დეკემბერი 18, 2020
ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

დეკემბერი 14, 2020
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

დეკემბერი 12, 2020
მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

დეკემბერი 12, 2020

They Spoke In Monosyllables And Short Jerky

0

The Hottest month in the Sahara desert

0

Nor Would Difference of Country Make Very Essential Difference

0

It was going to be a lonely trip back

0
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

“უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან”- ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

იანვარი 20, 2021

Recent News

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

Browse by Category

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021

  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist