ისრაელელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები შექმნეს

ისრაელის ქალაქ ნეს-ციონის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები შექმნეს, რაც დაავადების დამარცხებას აახლოებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მკვლევრების განცხადებით, ვაქცინა მათ ჯერ არ შეუქმნიათ, თუმცა ანტისხეულების აღმოჩენა ვაქცინაციისკენ გზაზე პირველ ნაბიჯს წარმოადგენს და ახლა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შესაძლოა უფრო მალე შეიქმნას.

მათივე ცნობით, ანტისხეულების გამო​ჯანმრთელებული პაციენტების სისხლის ნიმუშებიდანაა აღებული.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.