ისრაელის გამანადგურებლები С-400-ის განადგურებას სწავლობენ

ცოტა ხნის წინ ისრაელის არმიამ  დაკარგა ანტირაკეტა რომელიც სირიელებს ჩაუვარდათ ხელში და როგორც მოსალოდნელი იყო ის საბოლოოდ აღმოჩნდა რუსეთში სადაც მიმდინარეობს მისი შესწავლა,ისიც ცნობილია რომ ანკარა და ვაშინგტონი შეთანხმდნენ ერთობლივად შეისწავლონ რუსეთისაგან სულ ახლახანს შეძენილი ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის С-400-ის შესაძლებლობები F-35-ის წინააღმდეგ. და აი ახალი ამბავიც,ისრაელმა დაიწო F-35-ით რუსული  С-400-ის განადგურების მეთოდებზე პრაქტიკული სწავლებები.

2019 წლის 14 ნოემბერს,ამერიკულმა ინტერნეტ გამოცემამ  Breaking Defence ფაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ,ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა აშშ-მ და რიგმა ევროპულმა ქვეყანამ ერთობლივად შეიმუშავეს რუსული საშუალო და შორი მოქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექსის С-400 «Триумф»-ის საწინააღმდეგო მანევრები.ინფორმაციის თანახმად სწავლებები სახელად «ცისფერი დროშა» გაიმართა 2019 წლის 3 ნოემბერს აეროდრომზე უვდა.

მანევრებში მონაწილეობას იღებდა ისრაელის გამანადგურებლები F-35I და F-16I და 30 ამერიკული,გერმანული,იტალიური და ბერძნული ბომბდამშენი. პროცესში ისრაელის ავიაციამ განახორციელა საჰაერო ბრძოლების იმიტაცია,ასევე ავიადარტყმები  С-400 მიმართულებით. საინტერესოა რომ  С-400 -ის იმიტაციას ახდენდა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსი с MIM-104 «Patriot».

ასე რომ,გასაკვირი არ იქნება თუკი სულ მალე გავიგებთ რუსული სისტემების განადგურების შესახებ F-35-ის მიერ. აქვე აღსანიშნავია რომ ამაწლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ისრაელის არმიას ნაპოვნი აქვს მეთოდი თუ როგორ უნდა “მოატყუოს” და გაანადგუროს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.

http://arma.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.