ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე მსხვილი – 1758 კარატიანი ბრილიანტი

ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე მსხვილი – 1758 კარატიანი ბრილიანტი კომპანიამ Louis Vuitton შეისყიდა, რომელიც LVMH — Louis Vuitton Moet Hennessy-ის მფლობელობაშია. ამის შესახებ New York Times-ი, კომპანიის გენერალურ დირექტორ მაიკლ ბურკზე დაყრდნობით წერს.

ბრილიანტი, რომელსაც Sewelo ჰქვია, 2019 წელს, ბოტსვანაში მოიპოვეს და იგი 1905 წლიდან მოყოლებული ყველაზე მსხვილი აღმოჩენაა. აქამდე კი უმსხვილესი ბრილიანტი 3106 კარატიანი იყო, რომლისგანაც ორი – 530 და 317 კარატიანი ბრილიანტები დაამზადეს, რომლებიც ახლა დიდი ბრიტანეთის სამეფო გვირგვინს ამშვენებს. ბურკს არ დაუკონკრეტებია, თუ რა თანხა გადაიხადა კომპანიამ აღნიშნული ბრილიანტის შესყიდვაში, თუმცა ის აღიარა, რომ საუბარია მილიონობით აშშ დოლარზე.

გაზეთი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბრილიანტისა და ამერიკული საიუველირო კომპანიის 16,2 მილიარდ აშშ დოლარად შესყიდვის შემდეგ, აშკარაა, რომ LVMH, პრემიუმ-კლასის საიუველირო პროდუქციის ბაზარზე სრულად დომინანტობას აპირებს.

“არავინ ელოდება ჩვენგან ასეთი აქცენტის გაკეთებას პრემიუმ საიუველირო პროდუქციაზე. ვფიქრობ, რომ ეს შენაძენი ცოტა გამოაცოცხლებს სიტუაციას. გამოაღვიძებს ინდუსტრიას.” – აცხადებს ბურკი.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.