„ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ – ბიტკოინი მალე გასკდება

Bank of America Corp.-ის მიხედვით, “ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი მალე გასკდება.“ ბიტკოინი იგივე გზას იმეორებს, რაც თავის დროზე სხვა „მსხვილმა საპნის ბუშტებმა“ გაიარეს, როგორებიცაა ოქრო, ტიტები, Mississippi Company და სხვ.

დეკემბრის შემდეგ საბაზრო კაპიტალიზაციის უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება 65%-ზე მეტით გაუფასურდა. მისი ფასი ორშაბათის მონაცემებით დაახლოებით $6700-ს შეადგენს.

ბიტკოინის პარალელურად, მკვეთრი გაუფასურება განიცადეს სხვა კრიპტოვალუტებმაც, როგორებიცაა ითერიუმი, რიპლი, ბიტკოინ ქეში, ლაითქოინი და სხვ.

იხილეთ დიაგრამა:

წყარო : Bloomberg

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.