unnamed

ისტორიული ანტირეკორდი – რუსული ნავთობის ფასი 10 დოლარამდე დაეცა

2 აპრილს, სასაქონლო ბირჟებზე ყველაზე მოთხოვნადი რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობზე ფასებმა ახალი ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა. ევროპის სასაქონლო ბირჟებზე რუსული ნავთობის ფასი 10,5 დოლარამდე დაეცა. 

ესეთი დაბალი ფასის პირობებში რუსეთის ბიუჯეტი ნავთობის ვაჭრობიდან პრაქტიკულად ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს. ამის გარდა ამ ფასის პირობებში სანავთობო კომპანიებისთვის ნავთობის ევროპაში ექსპორტირება წამგებიანია. 

მიმდინარე კვირაში ეს უკვე მეორე ანტირეკორდია – 31 მარტს რუსული ნავთობზე ფასი 13 დოლარამდე დავარდა და მაზუთზე იაფი ღირდა. 

მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის და ფასის გამო, 30 მარტიდან რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებზე უარყოფითი უკუგება ფიქსირდება – ნავთობის მოპოვება და ტრანსპორტირება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე გასაყიდი ფასია.

21-ე საუკენეში რუსული ნავთობის ფასი ამ ნიშნულამდე არცერთხელ არ დავარდნილა. უნდა ითქვას, რომ ეს ფასი სხვა ყველაფერთან ერთად პროდუქციის შემკვეთამდე ტრანსპორტირებასაც მოიცავს, ამის გამოკლებით რუსული ნავთობის ფასი 12 დოლარზე ნაკლებია.

ნავთობის ფასების შემცირება თავდაპირველად ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე მთელ მსოფლიოში შემცირებულ მოთხოვნას მოყვა. ფასების ვარდნამ უფრო მკვეთრი და მასშტაბური ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც 6 მარტს რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის 2016 წლის შეთანხმება ჩაიშალა. 

მხარეები ნავთობის მოპოვების შემდგომ შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც ავტომატურად მანამდე არსებული შეთანხმების ჩამოშლა მოყვა. შეთანხმების ჩაშლის შემდეგ საუდის არაბეთმა მოპოვების რეკორდულად ზრდის გეგმის შესახებ განაცხადა. უკვე პირველი აპრილიდან საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას დღეში 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის. 

მოპოვების ტემპების გაზრდას გეგმავენ რუსეთშიც, საუბარია დღეში, დაახლოებით 300 ათას ბარელზე.

უფრო მეტი ნავთობის ბაზარზე განვითარებული მოვლენების შესახებ გაიგეთ აქ.

http://www.tabula.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

Tags: No tags

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.