ის ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, საკმარისია რომ ქვეყანა ნატოში მივიღოთ – ადამ კინზინგერი

“ის ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, საკმარისია იმისთვის რომ ქვეყანა ნატოში მივიღოთ”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმა”-სთან ინტერვიუში განაცხადა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მსოფლიოში არასტაბილურობის შექმნის კუთხით რუსეთის ნეგატიურ როლზეც ისაუბრა და საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა .  

„რუსეთი ნეგატიურ როლს თამაშობს არა მხოლოდ გავლენის არამედ მასობრივი არასტაბილურობის შექმნის კუთხითაც. მათ ეს იციან რუსეთი ბევრად უფრო სუსტი ქვეყანაა, ვიდრე ამერიკა. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეუძლიათ მსგავსი, ცალკეული ნაბიჯებია. ისინი გააგრძელებენ პრობლემების შექმნას. როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, დროა ორმაგად უფრო ჩართულები ვიყოთ საქართველოში, რათა რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტია, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატოში მივიღოთ. ჩვენ ისეთმა სუსტმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა შეგვაშინოს,“ – აღნიშნა კინზინგერმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.