იტალიაში ტაძრები დაკეტილია, მსახურებას სახლის პირობებში ვატარებთ, უკვე დიდი შიშია იტალიაში. ძალიან ბევრია გარდაცვლილი ექიმი, სასულიერო პირი – არქიმანდრიტი იოანე

იტალიაში ტაძრები დაკეტილია, მსახურებას სახლის პირობებში ვატარებთ, უკვე დიდი შიშია იტალიაში. ძალიან ბევრია გარდაცვლილი ექიმი, სასულიერო პირი – იტალიაში არსებულ ვითარებაზე რომის სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იოანემ, „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ ისაუბრა. არქიმანდრიტის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული უამრავი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მოსახლეობა შიშმა მოიცვა. ამ დროისთვის ქვეყანაში ყველა ტაძარი დაკეტილია, ამიტომ მსახურებას სახლის პირობებში ატარებენ.

„უკვე ძალიან დიდი შიშია იტალიაში. ძალიან ბევრია გარდაცვლილი ექიმი, სასულიერო პირი. ჩვენ მეუფე აბრაამის კურთხევით, ბოლომდე, სანამ კანონის წინააღმდეგ არ მივდიოდით, ყველა მსახურებას ვატარებდით, ხალხიც ესწრებოდა ამ მსახურებას, რადგან ისინი ამით ცხოვრობდნენ, ამით არსებობდნენ. როდესაც ხელისუფლებამ მიიღო კანონი, ჩვენ დაგვირეკეს ვატიკანიდანაც და გაგვაფრთხილეს მკაცრად, რომ მთელი იტალიის ტერიტორიაზე უნდა დაგვეკეტა ტაძრები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავექვემდებარეთ კანონს, რადგან ჩვენი მასპინძელი ქვეყანაა და ვერც წავიდოდით მის საწინააღმდეგოდ და ჩავაყენეთ საქმის კურსში ჩვენი მღვდელმთავარი მეუფე აბრაამი. ჩვენ საერთოდ უცხოეთში მოღვაწე მღვდლები ვართ მიჩვეული საველე პირობებში მოღვაწეობას და გვაკურთხა მეუფე აბრაამმა, რომ სახლის პირობებში ჩავატაროთ ყველა მსახურება“, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ. 

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ჩინეთს გაუსწრო და ამ დროისთვის 4 ათას ადამიანს აჭარბებს.  

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.