იტალიის, ქალაქ ბარიში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

იტალიის ქალაქ ბარიში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა. რომლის გახსნის ცერემონიასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორებთან ურთიერთობების დეპარტანეტის დირექტორი რატი ბრეგაძეც დაესწრო. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოლის გახსნის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

,, გმირობაა, რასაც აკეთებს თითოეული მშობელი, რომელიც მძიმე სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ახერხებს, რომ მათმა შვილებმა ქართულად ისაუბრონ და ქართული ისწავლონ. რთულია იმის აღწერა რაოდენ დიდი მონდომება და შრომა სჭირდება საკვირაო სკოლის საქმიანობის წარმართვას. ამისათვის დიდი მადლობა ქალბატონ ნინო რურუას, რომელმაც ეს წარმატებით შეძლო. გვქონდა ასევე შეხვედრა ჩვენს თანამემამულეებთან, გავაცანით საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დიასპორის მიმართულებით და განვიხილეთ ის კონკრეტული პროექტები, რომლებსაც ერთობლივად განვახორციელებთ. დაგვხვდა დიდი სითბო და მადლობა თითოეულ ადამიანს ამისათვის. ეს დიდი სტიმულია და პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გვიზრდის. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩვენი თანამემამულეების იტალიელი მეგობრები, რომლებიც მათ ლხინსა თუ გაჭირვებაში ყოველთვის გვერდით უდგანან. ამ ხალხს ქართველი ხალხისაგან დიდი მადლობა ეკუთვნის ერთგული მეგობრობისათვის.” – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

 

 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.