იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არიან გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც პროცესებს მართავენ – ნაზი ჯანეზაშვილი (ვიდეო)

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არიან გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც პროცესებს მართავენ – ეს განცხადება, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლეწევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა.

ჯანეზაშვილმა “არჩევანის” ეთერში, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე ისაუბრა.

მან ყურადღება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესზე გაამახვილა.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ წინასწარ არის განსაზღვრული, ვინ დაინიშნება უვადოდ და ვინ არა.

„ჩვენი მთავარი პრობლემა არ უნდა იყოს შიდა დაპირისპირება, ჩვენი მთავრი პრობლემა ის ჯგუფებია, ვინც ამ პროცესებს მართავს,“ – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.